spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რაც შეიძლება მეტმა ემიგრანტმა უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა...

“რაც შეიძლება მეტმა ემიგრანტმა უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და მადლობა თქვენ აქტიურობისთვის” – გიორგი ვაშაძე ემიგრანტებს მიმართავს

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, კონკრეტული შეთავაზებებით, ემიგრანტებს მიმართავს და მხარდაჭერას უცხადებს მათ:

ემიგრანტებო, ჩემო ძვირფასებო, თქვენ უმძიმესი პირობებიდან მოგიწიათ ქვეყნიდან წასვლა. იმიტომ, რომ აქ არ არის სამუშაო ადგილები, ფასები მაღალია და რთულია შეინახო ოჯახი. დღეს თქვენს ხელშია მართლაც მნიშვნელოვან წილად საქართველოს ბედის გადარჩენა.

გუშინ “ქართული ოცნების” ყველა წევრი გამოვიდა და პირდაპირ ღიად თქვა, რომ მათ არ უნდათ თქვენ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა.

ისინი არ აპირებენ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას, მაგრამ გამოსავალი არის. ძალიან გთხოვთ, ძალიან ცოტა დრო დარჩა, დაახლოებით თვენახევარი, ყველამ უნდა გაიაროთ საკონსულო აღრიცხვაზე რეგისტრაცია იმისთვის, რომ თქვენ მოხვდეთ საარჩვენო სიაში, იმისთვის რომ თუნდაც იმ უბნებზე, რომლებიც გახსნილი იქნება უცხოეთში, თქვენ გქონდეთ საარჩევნო ხმის მიცემის უფლება.

თქვენს ხელშია საქართველოს ბედის გადაწყვეტა, რაც მეტი ემიგრანტი გაივლით რეგისტრაციას, მით მეტი შანსია, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ საქართველოში, რომელიც იქნება ერთიანობის საქართველო და არ იქნება დაპირისპირების საქართველო.

ჩვენ ვიცხოვრებთ საქართველოში, სადაც თქვენ შეგეძლებათ უკან სამშობლოში დაბრუნება.

მე მესმის, რომ თქვენ გულისწყრომით ამბობთ ჩვენზეც, რომ ვერ შეიქმნა ქვეყანაში ის გარემო, რომ თქვენ გქონოდათ თქვენს ოჯახებთან, თქვენს შვილებთან, თქვენს მშობლებთან ცხოვრების საშუალება.

მერწმუნეთ, რომ 26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი დღე, როცა თქვენ შეგიძლიათ შეატრიალოთ ეს ბედუკუღმართობა.

ხელისუფლება, რომელმაც თქვენ გაიძულათ ქვეყნიდან წასულიყავით, შეგიძლიათ გაუშვათ და წავიდეთ პირდაპირ ევროკავშირისკენ.

ახლა ხელში უამრავი ემიგრანტის წერილი მიჭირავს, როგორ წერთ საელჩოებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ცეესკოს, იმისთვის რომ გახსნან უბნები და რამდენად უსუსური პასუხებია მათი მხრიდან, მაგრამ დღეს გამოსავალი არსებობს. გაიარეთ საკონსულო რეგისტრაცია. მე პირადად ჩემს გვერდზე, თუ გნებავთ მომწერეთ ფეისბუქზე, ყველას გაგატარებთ რეგისტრაციაში, პირველი განცხადებიდან უკვე 1000-ზე მეტმა ადამიანმა მოგვწერა და გავატარეთ, ყველას ვეხმიანებით. აქ სხედან იურისტები, რომლებიც ყველას დაგეხმარებიან სახლიდან გაუსვლელად, ფოტოსურათის პრობლემის გადაწყვეტა იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაგიმარტივოთ რეგისტრაციის პროცედურა, ოღონდ მოგვწერეთ.

დამიკავშირიდით პირადად მე ფეისბუქზე, არის სხვა პლატფორმები, ძალიან კარგი ინიციატივა აქვს ემგიდის, ძალიან კარგი ინიციატივა ჩვენი ემიგრანტების თაობები სხვადასხვა ქვეყნებში გამოიეყენეთ რომელი მექანიზმიც გინდათ. მთავარია გაიაროთ საკონსულო აღრიცხვა იმიტომ რომ თქვენს ხელშია ჩვენი ქვეყნის ბედის გადაწყვეტა, რაც შეიძლება მეტმა ემიგრანტმა უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და მადლობა თქვენ აქტიურობისთვის, კიდევ უფრო მეტად საჭიროა თქვენი ჩართვა და აქტიურობა”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“მინდა იცოდეთ რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ და ყველას ძალიან გაფასებთ” – გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის ემოციური წერილი საპატიმროდან: "ჩემო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...