spot_img
მთავარისხვადასხვამილიარდი ლარის ინვესტიცია და 33 ათასი სამუშაო ადგილი...

მილიარდი ლარის ინვესტიცია და 33 ათასი სამუშაო ადგილი ქუთაისში – სტრატეგია “აღმაშენებლის” გუნდის ინიციატივა

გიორგი ვაშაძე და სტრატეგია “აღმაშენებლის” გუნდი ქუთაისში მოსახლეობას შეხვდა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ქუთაისის განვითარების სტრატეგიის ვიდეორგოლის პრეზენტაცია მოაწყვეს და მოქალაქეების მოსაზრებები მოისმინეს.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა, აუდიტორიის ძირითად ნაწილს პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ადგილობრივი მეწარმეები წარმოადგენდნენ. 11 პუნქტიანი ინიციატივიდან, განსაკუთრებული მოწონება ორმა ინიციატივამ – ქუთაისისთვის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის დაბრუნებამ და სამუშაო ადგილების შექმნამ დაიმსახურა.

პარლამენტის ქუთაისში დაბრუნება ქალაქის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. კარგია რომ სტრატეგია „აღმაშენებლის“ პროექტში ეს პუნქტი ჩადებულია.

როგორც სტუდენტს ძალიან მომწონს ქალაქში 33 ათასი სამუშაო ადგილის შექმნის იდეა, რადგან რეგიონში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და ახალგაზრდებს დასაქმება გვჭირდება,“ – განაცხადა ქუთაისელმა სტუდენტმა ზურაბ კოსტავამ.

გიორგი ვაშაძის თქმით, ქუთაისის განვითარებისათვის საჭიროა მილიარდი ლარის ინვესტიცია და 33 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, რაც უმუშევრობას 2,5%-მდე შეამცირებს.

ყველა იდეა არის სიცოცხლისუნარიანი, თუ კი მას ადგილობრივი მოსახლეობა იზიარებს, ამიტომ დღეს შევხვდით პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს და მეწარმეებს, რათა მათი მოსაზრებები მოგვესმინა .

ჩვენ გვაქვს ქუთაისის განვითარების გეგმა, მაგრამ პირველ რიგში ადგილობრივებთან ერთად უნდა მოხდეს ამ საკითხის გარჩევა, თუ რამდენად არის შესაძლებელი კონკრეტული სტრატეგიის ამ ქალაქში განცხორციელება,“- განცხადა გიორგი ვაშაძემ.

სტრატეგია „აღმაშენებლის“ გუნდი საქართველოს ყველა რეგიონში ჩასვლას და მათ მიერ მომზადებული პროექტების მოსახლეობისთვის გაცნობს გეგმავს. რამდენიმე რეგიონში შეხვედრები უკვე მოეწყო. ხვალ გუნდი ცაგერის რაიონს ესტუმრება.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...