spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"სისტემა იქნება დღეიდან პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც შეიძლება შემემთხვეს!!!"...

“სისტემა იქნება დღეიდან პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც შეიძლება შემემთხვეს!!!” – ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია მძიმე ისტორიას ჰყვება, ფაქტის სიმძაფრეზე მიუთითებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს:

ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა ის, რასაც ახლა ვწერ… ჩემი ოჯახის წევრების განერვიულებას ვერიდები ხოლმე და ახლაც მათი ფაქტორი მაფერხებდა, თან რომ არ მოგატყუოთ, ძალიან, ძალიან დამღალა ჩემი, როგორც ქალის, უფლებებისთვის ბრძოლამ, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა დამეწერა, რადგან უკვე ვეღარ ვითვლი, მერამდენედ ვარ ფსიქოლოგიური ტერორის ობიექტი…

იცით, რომ წლების წინ და მრავალი წლის განმავლობაში მყავდა აკიდებული ვიღაც მანიაკი, რომელიც ფიზიკური ლიკვიდაციით მემუქრებოდა, რომელსაც აქვს აკვიატება ჩემზე და ამტკიცებს, რომ ჩემი შვილის მამაა და რომ ამ ვიღაც შვილს ჰქვია თამარი🙈

მოგეხსენებათ, ჩემს შვილს მარიამი ჰქვია, მისი მამა გარდაცვლილია, ამ მანიაკ კაცს კი საერთოდ არ ვიცნობ და არც ის ვიცი, საიდან აღმოცენდა… ესეც მიგახვედრებთ, რა აბსურდში ვარ… სიგიჟეებს ამტკიცებს და მე მიწევს ამ შეურაცხმყოფელი სიგიჟეების ატანა🙈 იცით ეს ამბავი და ძველ დეტალებს აღარ დავწერ…შ ესწავლილი აქვს დედაჩემის, მამაჩემის სახელები, საცხოვრებელი მისამართები, რაც მიჩენს ეჭვს, რომ უბრალოდ ავადმყოფი არაა… კარგად დამუშავებული ავადმყოფია…

უამრავი წელი მიწევდა პოლიციაში საჩივრების წერა, პოლიციის ჩართვა, რომ ეს მანიაკი არ გამკარებოდა… როგორც იქნა, რამდენიმე წლის წინ, როცა სიცოცხლის ხელყოფის მუქარებზე გადავიდა, დაიჭირეს (გიორგი გახარია იყო მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი და მადლობა მას ამისთვის, პირადად ჰყავდა აყვანილი კონტროლზე ჟურნალისტზე მუქარის და აკიდების ეს ფაქტი, თავიდან ბოლომდე ჩართული იყო ლონდა თოლორაიაც)… საბოლოოდ ეს მანიაკი კაცი დაიჭირეს და ფსიქიატრიული ექსპერტიზის პასუხის მიხედვით, მოათავსეს ხონის ფსიქიატრიულში.

პერიოდულობით მე და ჩემი ადვოკატი, სალომე ჯანუაშვილი, ვაკონტროლებდით ხოლმე, რადგან შიგადაშიგ იქიდანაც ფიქსირდებოდა ზარების შემთხვევები. მეტნაკლებად მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ ხონში ჰყავდათ…
მეორე დღეა, ისევ დაიწყო ზარები და სმსების გამოგზავნა და ჰოი საოცრებავ, აღმოვაჩინე, რომ გამოუშვიათ და ის მომენტალურად დაუბრუნდა ჩემზე ფსიქოლოგიური ტერორის განხორციელებას (რა უცნაურია, რომ მაინცდამაინც ამ წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა, ისევე როგორც ადრე, მისი განსაკუთრებული შემოტევები ემთხვეოდა ხოლმე კრიზისულ პოლიტიკურ სიტუაციებს… ხო, ყაჩაღობაზეა ნასამართლევი და რეციდივისტია, კოშმარი კაცია ვიღაც).

მთავარი ამბავი ისაა, რომ ავადმყოფი კაცი, რომელიც სიცოცხლის მოსპობით მემუქრებოდა, ისე გამოუშვეს, ძალადობის მსხვერპლმა ანუ მე, არ ვიცოდი, არავინ შემატყობინა… მოკლედ, ყველაფერი ახლიდან დაიწყო…

ახლა რატომ ვწერ – დღეიდან თუ მე ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს თმის ღერი მაინც ჩამოუვარდება, თუ რამე შემემთხვევა, პასუხისმგებლობას ვაკისრებ სახელმწიფოს! სისტემა იქნება დღეიდან პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც შეიძლება შემემთხვეს!!! სისტემა, რომელიც ძაღლად არ აგდებს ძალადობის მსხვერპლს,გააფრთხილოს, რომ საფრთხე ისევ რეალურია.

ძალადობის გამო რომ ქალებს პანტაპუნტით ხოცავენ, იმ ქვეყანაში, შესაბამისი სტრუქტურები ანგარიშვალდებულებასაც კი ვერ გრძნობენ, ძალადობის მსხვერპლი ქალი ჩააყენონ საქმის კურსში, რომ მოძალადე გაათავისუფლეს!!!
არც ერთი წამით არ დავიჯერებ, რომ შემთხვევით ხდება ეს ყველაფერი მაინცდამაინც ახლა…

მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველა შესაბამის სტრუქტურას- იმოქმედეთ დაუყონებლივ! აღკვეთეთ მოძალადის ტერორი (პირადად მოწერას ასე ვარჩიე, საჯაროობა ამ დროს ყველაზე სწორი მგონია).

პოლიციაში რომ განცხადებები ხელახლა უნდა ვწერო და ვიბრძოლო სიცოცხლისთვის და მორალური ტერორის აღსაკვეთად, ამის წარმოდგენაც კი მზარავს, ჯოჯოხეთია ქალებისთვის ეს პროცესი და ეს ქვეყანა, მაგრამ სხვა გზა არაა… ამტკიცო რომ ძალადობის მსხვერპლი ხარ, ამაზე რთული და საშინელი პროცესი არაფერია. საშინელი და დაუსრულებელი პროცესია, ვისაც გამოუცდია, გამიგებს… ძალიან შეურაცხმყოფელი პროცესია ამავდროულად, ამტკიცო, რომ არ იცნობ მოძალადეს, რომ არასოდეს გქონია შეხება და ა.შ…

P.S. კოლეგებს ვთხოვ კომენტარზე არ დამირეკონ, ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა და მადლობელი ვიქნები, თუ გამიწევთ ანგარიშს,იმის მიუხედავად, ვინ რომელ პლათფორმაზე მუშაობთ🙏

ბოდიში ჩემი ოჯახის ყველა წევრს, ჩემს გამო ამდენი სიგიჟის და ნერვიულობის ატანა რომ უწევთ…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ინგა გრიგოლია.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ისადა, რატომ არ ჰქონდა ქართულ ოპოზიციას 2024-ის არჩევნების დღეს დაორგანიზებული მიტინგი?!” – ხათუნა ლაგაზიძე

პოლიტიკის ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციას კონკრეტული შეკითხვა-მინიშნებებით მიმართავს: "ისადა, რატომ არ...

“სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული” – ლევან მაჭავარიანი

„სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული“,...

“როგორი სხვანაირი იქნებოდა სამყარო, იმის მილიგრამი რომ გვწამდეს და გვჯეროდეს ქრისტე, რამდენიც ვწამვართ და...

იესო ქრისტე, ხალხი და რწმენა ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას შეფასებებში: "პილატე...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...