spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიიაპონის საელჩომ დედაქალაქს 100 ძირი საკურას ხის ნერგი...

იაპონის საელჩომ დედაქალაქს 100 ძირი საკურას ხის ნერგი საჩუქრად გადასცა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში თბილისის მერმა კახა კალაძემ და იაპონიის ელჩმა გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს. როგორც ცნობილი გახდა, იაპონიის საელჩომ თბილისს 100 ძირი საკურას ხის ნერგი გადასცა საჩუქრად. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა იაპონიის საელჩოს და ელჩს, ასევე მზაობა გამოხატა მომავალში ორ ქვეყანას შორის უფრო აქტიური ურთიერთობებისათვის:

იაპონიის საელჩოს ინიციატივით ჩვენ გადმოგვეცა 100 ძირი საკურას ნერგი. მინდა, მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას, იაპონიის საელჩოს და ბატონ ელჩს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები და თანამშრომლობა, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის.

დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ ჩვენ ძალიან დიდი რესურსი გვაქვს, რომ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს.

იაპონია არის უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანა და ძალიან სასიხარულოა ეს პროექტი, რომელიც ბოტანიკურ ბაღში ხორციელდება. თქვენ იცით, რომ ბოტანიკურ ბაღში არის იაპონური ბაღი. საკურას ხეივანი კიდევ უფრო დაამშვენებს ჩვენს ულამაზეს ბოტანიკურ ბაღს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ სურვილი გამოთქვა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, როცა საკურას ხეები აყვავილდება, ქართველები და იაპონელები ერთად დატკბებიან ამ სანახაობით. ასევე, აქცენტი გააკეთა იაპონიასა და საქართველოს შორის აქტიური და მჭიდრო ურთიერთობების შესახებ.

დღეს გამორჩეული დღეა. მოხარული ვარ, რომ ახდა ჩვენი ოცნება და თბილისში დავრგეთ საკურას ნერგები. ამ საკითხზე ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვესაუბრეთ თბილისის მერს.

თბილისისთვის საკურას ნერგების გადაცემის იდეა და ინიციატივა ეკუთვნის იაპონიის კომერციისა და მრეწველობის პალატის ცენტრალური ფედერაციის პრეზიდენტს, იოშიჰისა მორისს.

რამდენიმე წელში ეს საკურა უკვე აყვავდება და იმედი მაქვს, რომ ქართველები და იაპონელები ერთად დასხდებიან და დატკბებიან საკურას ყვავილობით. ამით საკურა, როგორც იაპონიის სიმბოლო, უფრო გააღრმავებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს“, – განაცხადა იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე „ქართული სასწავლებლის“ მოსწავლეებმა, რომლებმაც იაპონელი სტუმრების პატივსაცემად იაპონური სიმღერები შეასრულეს.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

“რუსთაველის გამზირი აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას...

„დედაქალაქის მთავარი გამზირი სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე, უსაფრთხო და...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...