spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც მიდის ყველანაირ კომპრომისზე და...

“ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც მიდის ყველანაირ კომპრომისზე და თმობს ძალიან ბევრ პრინციპულ საკითხს – ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”, რომლის გარშემოც არის “ერთიანობა” შექმნილი” – თედო ზოიძე

თედო ზოიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესახებ:

  • ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელდა განცხადებები გაერთიანების შესახებ ვგულისხმობ ,,ახალი, გირჩი მეტი თავისუფლების, დროას” გაერთიანებას და ,,ერთიანობას” როგორ შეაფასებდით ამას?

– ნებისმიერი ოპოზიციური გაერთიანება ჩემთვის არის აბსოლიტურად მისაღები და მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები ასეთ გაერთიანებებს.

ბუნებრივია, რომ იქნება რამდენიმე ცენტრი და კონკრეტული პარტიების გარშემო შეიქმნება ეს გაერთიანებები და მე მგონია, რომ პარტია ,,ახალი” ამ გაერთიანებით მნიშვნელოვან როლს ითამაშებს პოლიტიკურ ველზე.

მათ შორის ,,ერთიანობა”, რომელიც არის ,,ნაციონალური მოძრაობის” გარშემო შექმნილი გაერთიანება და დღესდღეობით ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც მიდის ყველანაირ კომპრომისზე და თმობს ძალიან ბევრ პრინციპულ საკითხს – ეს არის ,,ნაციონალური მოძრაობა”, რომლის გარშემოც არის ,,ერთიანობა” შექმნილი.

ამ გაერთიანებაში მგონია, რომ იქნებიან სხვა პოლიტიკური პარტიებიც და არაერთი დეპუტატი დღევანდელი მოწვევის პარლამენტიდან. ასევე მგონია, რომ პარტია ,,ახალის” გარშემო შექმნილ გაერთიანებაში იქნება თუნდაც, რესპუბლიკური პარტია და ისეთი დამოუკიდებელი დეპუტატები, რომელიც დღეს წარმოდგენილი არიან საქართველოს პარლამენტში.

შესაბამისად, პარტია ახალის და ,,ნაციონალური მოძრაობის” გარშემო შექმნილი ეს გაერთიანება არის აბსოლუტურად მისასალმებელი, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლის არცერთი ხმა არ დაიკარგოს და თითოეული მოქალაქის ხმა და არჩევანი იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ომი დამთავრდა 8 მაისს ევროპის დროით და ვინც 9 მაისს აღნიშნავს, ის არის საბჭოთა...

გამარჯვების დღის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებით, კონკრეტულ მაგალითზე მინიშნებით, თავის...

“ბატონი პაატა ბურჭულაძე – გენიალური ადამიანი, კეთილშობილი სული, ლეგენდარული არტისტი, უდიდესი პიროვნება…” – ანიტა...

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძისთვის 7-წლიანი...

“ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რაც ხდება” – გიორგი ვაშაძე ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“ეს უფრო ბიძინას მორიგი თამაშია, ჩვენ კი ბევრად უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ და არ...

ძალადობის ბრალდებით რამდენიმე სამართალდამცავის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, კონკრეტული ფაქტების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...