ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბები19 ივლისს, ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს

19 ივლისს, ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს

ბათუმის შემდეგ ზაფხულის ფესტივალს უკვე ქობულეთი უმასპინძლებს.

19 ივლისს, ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ფესტივალის მუსიკალური პროგრამა საღამოს 6 საათზე ადგილობრივი ბენდების კონცერტით გაიხსნება. ფესტივალის მთავარი შემსრულებელი იქნება ბენდი „მგზავრები“, რომელიც ყველასათვის საყვარელ ჰიტებს შეასრულებს.

ფესტივალის ფარგლებში პარკშივე იფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილისა და კერძების შეკვეთა იქნება შესაძლებელი.

ქობულეთის ფესტივალი ტრადიციული, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...