spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარაში თევზეულის ახალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა

აჭარაში თევზეულის ახალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა

აჭარაში კიდევ ერთი კულინარიული გზამკვლევი “თევზეული ქართულ სამზარეულოში” დაიბედა.

წიგნი, რომელშიც 80-მდე ადგილობრივი, ქართული თევზის რეცეპტია თავმოყრილი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კულინარიული ტურიზმის პოულარიზაციისა და განვითარების მიზნით მოამზადა. წიგნში შავ ზღვასა და აჭარის შიდა წყლებში არსებული თევზეულობისგან მომზადებული ცივი კერძები, წვნიანი კერძები, შემწვარი და ლაზურად მომზადებული თევზის კერძებია შესული. მათ შორისაა თევზი ნიგვზითა და თხილის საწებლით, სხვადასხვა სოუსებით, თევზის ღვეზელი, ქაფშია (ხამსას) კერძები, თევზის მჭადები და შავ ზღვაში არსებული ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული კერძები.

გარდა რეცეპტებისა გზამკვლევში საუბარია თევზისა და ზღვის პროდუქტების მომზადების წესებზე, თევზის ზოგად კვებით და გასტრონომიულ ღირებულებაზე, მეთევზეობის ისტორიასა და კულტურაზე საქართველოში. გასტრონომიული ტურიზმის დაინტერესებულ პირებს, გიდებს, საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს უფასოდ გადაეცემათ. ეს რიგით მეორე კულინარიული გზამკვლევია „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“ წიგნის შემდეგ, რაც სააგენტომ გასტრონომიული ტურიზმის განვითარების მიზნით აჭარაში მოამზადა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...