შაბათი, ივლისი 12, 2025
34.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაზე: "მკვდარი მკვდარს აეკიდაო,...

კახა კალაძე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაზე: “მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ისეა მაგათი საქმე”

მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ისეა მაგათი საქმე“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სიახლე არაფერია და ისინი საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი სახეები არიან.

სიახლე არაფერია. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ისეა მაგათი საქმე. როგორ შეიძლება, ნულპროცენტიანმა ორმა პარტიამ, გაერთიანების შემთხვევაში, რაიმე შედეგს მიაღწიოს? ჩვეულებრივი „ლუზერები“ არიან. 2012 წლიდან ვარ პოლიტიკაში და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ეს პოლიტიკური პარტიები იბრძოლებენ იმისთვის, რომ როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, თუმცა ყველას ამის შესაძლებლობა ნამდვილად არ აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შესაბამის პასუხს გასცემს.

დღეს შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია და ის სუბიექტები, რომლებიც ამ მოძრაობაში იყვნენ, სხვადასხვა პოლიტიურ პარტიას წარმოადგენენ, მაგრამ მცდელობა აქვთ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, ვითომ ახალი სახეები მოჰყავთ. რომ ჩამოვთვალოთ გვარებით, რომელი ერთია ახალი სახე? ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული რადიკალები არიან – ზოგი შეიძლება პოლიტიკურ პარტიაში იყო, ზოგი სხვა მიმართულებით, მაგრამ იქიდან აზიანებდა ქვეყანას. ასე რომ, ერთნი არიან. როგორ შეიძლება ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც აანალიზებს, რა ხდება ქვეყანაში, რეგიონში, მსოფლიოში, ამ რადიკალებთან გაერთიანდეს ან დაუჭიროს მხარი?! შეუძლებელია, წარმოუდგენელია. ისინი არიან მავნებლები, რადიკალები. როგორც ყოველთვის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მათ გასცემს პასუხს და მიუჩენს შესაბამის ადგილს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ახალ გაერთიანებებს ქმნიან, წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, წარმატების მიღწევა გაუჭირდებათ.

როგორ შეიძლება სიახლეზე ვისაუბროთ? შეხედეთ მათ სახეებს, ვინ არიან. გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ რაღაც იყო და მეგონა, ვიღაცის გასვენება იყო. გულწრფელად ვამბობ, როგორ შეიძლება, ამ ადამიანებმა რაიმეში წარმატებას მიაღწიონ? გადახედეთ მათ განვლილ პოლიტიკურ ცხოვრებას, როგორ მოქმედებდნენ, რას აკეთებდნენ. ჩვეულებრივი მკვლელები არიან. თუ რაიმე უბედურება, სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს და გააკეთოს, ყველაფრის მკადრებლები არიან. როგორ შეიძლება, პოლიტიკოსი გერქვას, გიყვარდეს შენი ქვეყანა და დარბოდე უცხოეთში, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ასოცირების ხელშეკრულება არ გააფორმოს, დაასანქცირონ და ა.შ. ჩვეულებრივი მავნებლები არიან და ყველა რადიკალი ერთად პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გავისროლოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან” – ლევან ხაბეიშვილი

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ...

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...