პარასკევი, მაისი 3, 2024

ქვევრის, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტის დარეგისტრირების ინიციატივა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვევრის, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტის დარეგისტრირების ინიციატივით გამოდის.

მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ბოლო წლებში, ქვევრის ღვინო სულ უფრო მოთხოვნადი და პოპულარულია, რასაც 2013 წელს, „იუნესკოს“ მიერ ქვევრის ღვინის ქართული ტრადიციული მეთოდისთვის არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. 2017 წელს, საქართველომ კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია – საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა.

ქართული ღვინის ცნობადობისთვის, საერთაშორისო დონეზე ქვევრის ღვინის წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის, ქვევრის ღვინო განსაკუთრებული ღირებულების პროდუქტს წარმოადგენს, ამიტომ დღის წესრიგში დადგა ქვევრის, ამ კულტურული მემკვიდრეობის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე დაცვა.

გაზრდილი ინტერესის გამო, ქვევრის ღვინო საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებშიც იწარმოება. შესაბამისად, ჩვენი ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვევრის ღვინის რეპუტაციისა და პოპულარიზაციის კიდევ უფრო ზრდას, ასევე პრემიუმ სეგმენტში ქართული ღვინის პოზიციების გამყარებას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული