,,დროამ”, ,,გირჩი მეტი თავისუფლებამ” და ,,ახალმა” ახალი პოლიტიკური ალიანსი შექმნეს. თემასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გააკეთა პარტია ,,ახალის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ:
,,ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ისტორიის და იმ უმნიშვნელოვანესი მომენტის მიმართ, რომელიც დღეს უდგას საქართველოს გადამწყვეტი მომენტისთვის, რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს.
აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად.
მოლაპარაკებები იყო ხანგრძლივი და რთული. მანამდეც წინაპირობები უძღოდა ამას, ზოგჯერ არც თუ ისე სასიამოვნო, თუმცა, თანამოაზრეები ჩვენ ვიყავით ყოველთვის, მაგრამ დღეს ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ერთიანობა არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და მთავარი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე