ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, სადაც საუბარია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მლნ ევრო გაყინულია:
,,ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. სამწუხაროა, რომ თავდაცვის ბიუჯეტს აკლებენ და სურთ სამოქალაქო სექტორში ამ თანხების გადასროლა. ამის საბაბად რომ სახელდება ის კანონი [გამჭვირვალობის შესახებ], რომელიც იქნა მიღებული.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამით აზიანებს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, ეს ტყუილია. ამით აზიანებს არა მარტო საქართველოს ხელისუფლებას, არამედ თავის, დასავლეთის ინტერესებსაც, რომლისთვისაც საქართველო არის მნიშვნელოვანი წერტილი გეოპოლიტიკურ რუკაზე”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე