“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პარლამენტის დეპუტატი პაატა მანჯგალაძე მმართველი პარტიის შიშებზე საუბრობს და მათ ოქტომბრის არჩევნებში მარცხს უწინასწარმეტყველებს:
“ქართული ოცნება“, როგორც მათ ახასიათებთ, იაფასიანი ტრიუკების ჩატარებაზე გადავიდა. მე მესმის მათი, რომ როცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ლამის ორ მესამედზე მეტი შენი წინააღმდეგია და შენს მიერვე ორგანიზებულ აქციებზე სიტყვით ვერ გამოდიხარ, რა მხარდაჭერაზეა საუბარი, ეს არის ჩვეულებრივი ზღაპარი და ლეგენდა.
„ქართული ოცნების“ ლიდერებს ალაპარაკებთ შიში და იმის გააზრება რომ მათი დრო დასრულებულია და ყველანაირი საშუალებით ცდილობენ სასურველის რეალობად გასაღებას.
მათ ეშინიათ ჩვენი ერთობის, მათ ეშინიათ ცვლილების, მათ ეშინიათ თავისუფალი მოქალაქეების ამიტომ რაც არ უნდა მოიმოქმედოს ივანიშვილის რეჟიმმა გამარჯვება 26 ოქტომბერს დარჩება ხალხს”, – პაატა მანჯგალაძე