spot_img
მთავარირეგიონის ამბებიბათუმში სერვისის სატრენინგო პროგრამით 600-მდე პირი გადამზადდა

ბათუმში სერვისის სატრენინგო პროგრამით 600-მდე პირი გადამზადდა

მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის სექტორში დასაქმებული 600-მდე პირი გადაამზადა. თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, ბარისტებს, ღვინის მარნებისა და კვების ობიექტების თანამშრომლებს შემდეგი მიმართულებით ჩაუტარდათ:

  • ყავისა და ჩაის მომზადების თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები

  • მიმტანების თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი,

  • სერვის +

  • სტუმრებისათვის ღვინის გაცნობა, ღვინის დაჭაშნიკება და ღვინით მომსახურების ძირითადი წესები

  • აპარტოტელების დასუფთვების სამსახურის მუშაობის ძირითადი პრინციპები

  • დიდი ზომის განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის მუშაობის ძირითადი პრინციპები

  • მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების დასუფთვების სამსახურის მუშაობის ძირითადი პრინციპები

  • სპიკერების ტრენინგი თემა: თვითშეფასება და თვითმოტივაცია

  • სპიკერების ტრენინგი თემა: წარმატებული გაყიდვები

  • სპიკერების ტრენინგი თემა: ქალაქი, როგორც ბრენდი

გარდა ტრენინგებისა, უწყებამ სერვისის გასაუმჯობესებლად ასევე უმასპინძლა გიდების საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ბათუმში წელს პირველად ჩატარდა. მას 273 ადამიანი ესწრებოდა. ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგ-სემინარები ბათუმში შემოდგომაზე განახლდება. მათში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია serviceajara.ge– ზე უნდა გაიარონ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

 

 

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...