საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას მადლობას უხდის და გასული საუკუნის კონკრეტულ ფაქტს იხსენებს:
“დიდი მადლობა მსოფლიოში ყველაზე წარმომადგენლობითი ორგანიზაციის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის რეზოლუციაში შეტანისთვის.
ვამაყობ, რომ 1992 წელს საქართველოს ეუთოში გაწევრიანების მოთხოვნა სწორედ მე ჩავიტანე, რაც გახდა დამოუკიდებელი საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანების პირველი შემთხვევის საფუძველი“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.