შაბათი, ივნისი 14, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიაამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვქმნით მნიშვნელოვან არეალს, სადაც ხელს...

ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვქმნით მნიშვნელოვან არეალს, სადაც ხელს შევუწყობთ გარემოს დაცვას – გიორგი გახარია

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, მათ შორის დაცული ტერიტორიების გაზრდის შესახებ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ აპირებენ სასაზღვრო ზონასთან ურუშეთის ეროვნული პარკის შექმნას, რაც წითელი წიგნის ნუსხის სახეობების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

დღეს მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება დაცული ტერიტორიების გაფართოებას.

მოგეხსენებათ 2019 წელს დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა დაახლოებით 10 პროცენტით გაიზარდა და დღეს ის შეადგენს ქვეყანაში საქართველოს ტერიტორიის 9,6 პროცენტს, თუმცა ეს არ არის მაქსიმალური მაჩვენებელი და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს 2020 წელს 100 000 კვმ-ით კიდევ გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა.

დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ურუშეთის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ, რომელიც გახლავთ სასაზღვრო ზონაში, იგი უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისათვის და აგრეთვე წითელი წიგნის ნუსხის სახეობების შენარჩუნებისათვის.

ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვქმნით მნიშვნელოვან არეალს, სადაც ხელს შევუწყობთ გარემოს დაცვას,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკზე. მისი განცხადებით ეს ტერიტორიაც გაიზრდება 4 000 კვმ-ით, რაც სხვადასხვა სახეობებს გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.

ხდება ბორჯომი-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის გაფართოება 4 000 ჰექტარით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს უნიკალური ტერიტორია, რომელიც ჩვენ საქართველოში გვაქვს, კიდევ უფრო ეფექტურად შეძლებს სახეობების შენარჩუნებას. კონკრეტულად, საუბარია დერეფნების შექმნისთვის კავკასიური ირმის, კეთილშობილი ირმის და არჩვისთვის მცირე კავკასიონის დასავლეთის ქედებისკენ კორიდორის შექმნაზე. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია წითელი წიგნის ნუსხის ცხოველების გადასარჩენად,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ფოცხვერი (Lynx lynx) – დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მარდი და ამასთანავე, ფრთხილი მტაცებელი

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ვიდეო "ხაფანგში" მოხვედრილ ფოცხვერზე საინტერესო...

“საზოგადოება ამჩნევდა, ამჩნევს და ყოვეთვის შეამჩნევს არაპროფესიონალ, დაყენებულ და ყალბ სახეს!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტის, ბლოგერის ნუკა არველაძის დაუკონკრეტებელი მინიშნებები: "ღმერთო მოთმინება მომეცი 🙌 საზოგადოება...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ზარქუა, როგორ ჩანს, თავისი შიშის ამბავს ყვებოდა” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...