საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის კონკრეტული მინიშნებები და აქცენტი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაზე:
“ვისაც გგონიათ, რომ ჩვენი ნაკრებით მოხიბლულ ბავშვებს მხოლოდ ავტოგრაფი და აღფრთოვანება ეყოფათ მომავალ ჩემპიონებად ჩამოსაყალიბებლად, ძალიან ცდებით.
არც გთხოვთ და არც ელის, მაგრამ საჯაროდ გადაუხადეთ მადლობა ბიძინა ივანიშვილს – ამ 30 მილიონის და სხვა არაერთგზის თანადგომისთვის!
დიდი ფეხბურთი დიდ ხელშეწყობას საჭიროებს და ივანიშვილზე უანგარო მზრუნველი ნებისმიერ სფეროს არც ჰყოლია, არც ჰყავს და, ჩვენი მდიდრების ქვაწვიობას რომ ვუყურებ, კიდევ დიდხანს არ ეყოლება.
მე მითქვამს და, თქვენი საქმისა თქვენ იცით! 😉⚽️
P. S. ჰო, კრიშტიანუ რონალდუც არ ამბობს უარს კარგ ხელფასსა და ჰონორარზე, ფულისთვის(აც) თამაშობს თურმე, – ახლა მაცნობეს ლისაბონიდან.🙂“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.