საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე კომენტარს აკეთებს გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით:
,,ქართული ოცნების” პირობებში ყველაფერი არის ფორმალობა. ეს გადაწყვეტილია, გადაწყვიტა ივანიშვილმა, დანარჩენები მონაწილეობენ, როგორც მარიონეტების თეატრის მსახიობები.
როცა აუქნევს ბიძინა ივანიშვილი ხელს და ესენიც ააქნევენ ხელს. დაუქნევს ხელს, დაწევენ ხელს.
ეს ჩვეულებრივად არის მარიონეტების თეატრის სპექ-ტაკ-ლი!”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე