spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარაში, გონიოსა და მახოს ხიდების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო...

აჭარაში, გონიოსა და მახოს ხიდების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

აჭარაში, გონიოსა და მახოს ხიდების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი სამ ეტაპად განხორციელდა და საერთო ჯამში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 6 კმ-მდე საავტომობილო გზას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე განხორციელებულ საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

,,დღეს გავხსენით მახოს ხიდის და გონიოს ხიდის დამაკავშირებელი გზა. მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გზა განტვირთავს ფრიდონ ხალვაშის გამზირს და მისცემს საშუალებას ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილდნენ უსაფრთხოდ და კომფორტულად. ამ გზის მშენებლობასთან ერთად, აჭარაში ძალიან ბევრი პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს.

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა ძალიან აქტიურად ხორციელდება და წელს დავამთავრებთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღეს გაიხსნა 2,2 კმ სიგრძის საავტომობილო გზა, დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყო სხვადასხვა სახის გზის დამცავი ნაგებობა, ბეტონის საყრდენი კედლები, რკინა-ბეტონის მილები, თვალამრიდები. ასევე, მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე მნიშვნელოვანი ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა. აღნიშნული მიმართულება ალტერნატიული გზის ფუნქციასაც შეითავსებს, რაც ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის განტვირთვას შეუწყობს ხელს. ახალი გზის რეაბილიტაციის დასრულების პროცესს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ცინარიძე , ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე გაეცნენ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...