spot_img
მთავარირეგიონის ამბებილაო ჯინ ჯაოს შთამომავლების ვიზიტი ბათუმში

ლაო ჯინ ჯაოს შთამომავლების ვიზიტი ბათუმში

ჩინელმა ინფლუენსერებმა და ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს. მათ შორის იყო აჭარაში ჩაის კულტურის შემომტანის ლაო ჯინ ჯაოს შთამომავალი. გარდა რეგიონის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულებისა, მედიატურის მონაწილეები ჩაქვში ლაო ჯინჯაოს ყოფილ აგარაკს, ნობელებისა და ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმებს სტუმრობდნენ, სადაც ჯინჯაოს ნივთებია წარმოდგენილი. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კი სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ლაო ჯინ ჯაოს ლანჩის იმიტაციას დასწრებოდნენ, სადაც ქართული ჩაისა და კერძების პრეზენტაცია გაიმართა. აღსაღნიშნავია, რომ უკვე დაგეგმილია ჩაქვში მდებარე ლაო ჯინ ჯაოს სახლის რეაბილიტაცია, რითიც რეგიონს კიდევ ერთი ტურისტული ადგილი შეემატება.

ჩინელი ინფლუენსერების მედიატური რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა. მიმდინარე წელს, უწყებამ 25-მდე მედიატურის ფარგლებში უკვე უმასპინძლა 100-მდე ჟურნალისტსა და ინფლუენსერს. შედეგად, აჭარის მრავალფეროვან საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს 15-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში გაეცნენ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...