ორშაბათი, ივნისი 16, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "სწორი ტაქტიკით და სათამაშო დისციპლინით, რა...

კახა კალაძე: “სწორი ტაქტიკით და სათამაშო დისციპლინით, რა თქმა უნდა, ესპანეთთანაც ძალიან მაგრად ვითამაშებთ”

რაც არ უნდა ძლიერი და ფავორიტი გუნდი იყოს, საქართველოს ნაკრებთან თამაში მაინც ყველას გაუჭირდება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველო-ესპანეთს შორის 30 ივნისს გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ვხვდებით ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ნაკრებს, თუმცა, საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ყველასთან შეუძლია თამაში:

მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, რომელიც წლევანდელი ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. ესპანეთის ნაკრები დაკომპლექტებულია ძლიერი ფეხბურთელებით. ეს არის გუნდი, რომელიც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. თუმცა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაამტკიცა და აჩვენა არა მხოლოდ ევროპას, არამედ მთელ მსოფლიოს, რომ ყველასთან შეუძლია თამაში.

ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი მწვრთნელი, მაგარი ბიჭები და დარწმუნებული ვარ, სწორი ტაქტიკით და სათამაშო დისციპლინით, რა თქმა უნდა, ესპანეთთანაც ძალიან მაგრად ვითამაშებთ. ყველასთან შეიძლება თამაში, წარმატების მიღწევა. ეს დადასტურდა წინა შეხვედრებშიც. რაც არ უნდა ძლიერი და ფავორიტი გუნდი იყოს, საქართველოს ნაკრებთან თამაში მაინც ყველას გაუჭირდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ღონისძიებას დაესწრო

მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც ვისკონტების...

“დიქტატორი დგას, სანამ ჩვენ ვსხედვართ. როგორც კი ვდგებით, ის ვეღარ დგას და მიდის” –...

დიქტატურის შეფასებას ახდენს "სტრატრეგია აღმაშენებლის" ერთერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე,...

“ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის და საზოგადოებამ იხილა როგორ მშვიდად და...

“ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის, მაგრამ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...