შაბათი, ივნისი 14, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგავერთიანდეთ იმიტომ, რომ საქართველო არ მოექცეს საერთაშორისო იზოლაციაში...

გავერთიანდეთ იმიტომ, რომ საქართველო არ მოექცეს საერთაშორისო იზოლაციაში – გიორგი ვაშაძე

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აპროტესტებდა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის წარდგენას. ამასთან გიორგი ვაშაძე, საზოგადოებისა და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, აპროტესტებდა ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებას.

როგორც გავიგე შოთაძე დღეს აღარ მოყავთ, რაც ძალიან კარგია. ჩვენ მშვიდობიან პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი და ვაგრძელებთ ამ მშვიდობიან პროტესტს.

4 აპრილს იქნება დიდი შეკრება რუსთაველზე და ყველას მოვუწოდებ, რომ გავერთიანდეთ. გავერთიანდეთ იმიტომ, რომ საქართველო არ მოექცეს საერთაშორისო იზოლაციაში, იმისათვის რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიგოს ჩვენ ძლიერები ვართ, ერთიანები და ქართველ კაცს ღირსებას ვერ წაართმევს ვერცერთი პოლიტიკური ძალა.

ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარებაზე, აღმშენებლობაზე ფიქრი. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, ყოველკვირეულად, ყოველდღიურად უკვე ვმუშაობთ გეგმის შედგენაზე, თუ როგორ გამოვიყვანთ სწრაფად კრიზისიდან ქვეყანას, არჩევნებზე “ქართული ოცნების” დამარცხების შემდეგ,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციონერმა ლიდერმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას 4 აპრილს დაგეგმილი აქციის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ ეს იქნება მასშტაბური აქცია, სადაც ოპოზიცია ერთობლივად შემუშავებულ გეგმას წარუდგენს საზოგადოებას.

4 აპრილს იქნება დიდი საპროტესტო აქცია და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ხალხი შემოგვიერთდება. აქ ჩვენ განვაცხადებთ ოპოზიციის საერთო სამოქმედო გეგმას სარჩევნო თვალსაზრისით, როგორ ვიმუშავებთ არჩევნებზე და როგორ ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან იმისათვის, რომ ის ძალა, რომელიც არის „ქართული ოცნება“ მოვაშოროთ ქვეყანას,“ – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საქართველო ივანიშვილის გარეშე! – აი ეს არის გამოსავალი და გზა რეალური არჩევნებისკენ!” – ლევან...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კონკრეტულ...

“ეს აღარ არის მხოლოდ პოლიტიკა და ვინ მოგწონს ან ვინ – არა, ეს არის...

პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით და მმართველი...

“მთავარია, მიზანი გქონდეს და შენი თავის გჯეროდეს, ყველაფერი შესაძლებელია” – მერაბ დვალიშვილი

"მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ", - ემოციურად მიმართა საზოგადოებას მერაბ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ზარქუა, როგორ ჩანს, თავისი შიშის ამბავს ყვებოდა” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...