სამშაბათი, ივლისი 15, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმიხეილ სააკაშვილი: "ჩვენ გავიმარჯვებთ სახელოვნად, ამაში ვარ დარწმუნებული"

მიხეილ სააკაშვილი: “ჩვენ გავიმარჯვებთ სახელოვნად, ამაში ვარ დარწმუნებული”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს ემოციურ შეფასებას აკეთებს საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდთან დაკავშირებით:

,,მინდა ვუთხრა ყველას – წინ რამდენიმე თვეა წარმოუდგენლად დაძაბული, მაგრამ ეს არის თვეები, როდესაც გადაწყდება საქართველო დარჩება თუ გაქრება.

ეს არის თვეები, როცა გადაწყდება, საქართველოში დაედგომება ხალხს თუ აქედან ყველა საბოლოოდ უნდა გადაიხვეწოს. 

მე მინდა, რომ ყველას ვუთხრა – ჩვენ უნდა დავრჩეთ აქ! ჩვენი ქვეყანაა ეს. მე გავწირე ჩემი სიცოცხლე, ჩამოვედი აქ, გადავდე ჩემი სიცოცხლე ყველანაირ უბედურებაზე და კიდევ ველი უამრავ უსიამოვნებას – იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გადაგვერჩინა.

წინ იქნება დიდი პროვოკაციები. ჩვენ საქმე გვაქვს რეჟიმთან, რომელსაც წყვიტავს, რა თქმა უნდა, პირდაპირ მოსკოვი და .,ფე-ეს-ბეში” იგეგმება ეს პროვოკაციები.

მე მინდა შევახსენო ყველას, რომ პატარა ბარბარე რაფალიანცის მკვლელობით მოსული ხალხია ეს, ციხის დადგმული კადრებით მოსული…

ჩვენ უნდა შევკრათ ერთიანი დიდი კოალიცია, მაქსიმალურად ფართო, რაც კი შესაძლებელია. მხარს ვუჭერ ერთიანობის დეკლარაციას, რაზეც ბრიუსელში შერთანხმდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და ვუჭერ მხარს ევროპისკენ.

ნუ შეგვეშინდება პროვოკაციების. ნუ შეგვეშინდება ძალადობის იმოტომ, რომ ჩვენ აუცილებლად გამოგვივა ყველაფერი. ჩვენ გავიმარჯვებთ სახელოვნად, ამაში ვარ დარწმუნებული”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით...

“აშკარად ჩანს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია არეულია” – კახა კალაძე

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რადგან...

“შავი ასოებით უნდა შევიდეს დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში ყველა ის პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი, რომელიც “დანოსებით”...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ვიღაცეები ციხე-კურორტზე რომ არიან წამოკოტრიალებულები და მსხვერპლს თამაშობენ…” – ლალი მოროშკინა

საგამოძიებო კომისიაზე ჩვენება მისცა ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...