spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "როგორც "გამჭვირვალობის კანონი" იყო რუსული, ისე...

კახა კალაძე: “როგორც “გამჭვირვალობის კანონი” იყო რუსული, ისე ვაყენებ მე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას

დარწმუნებული ვარ იმ ჟინით, სულისკვეთებითა და მონდომებით, რაც პირველ ორ თამაშზე აჩვენა ჩვენმა ნაკრებმა, შესაძლებელია პორტუგალიასთან წარმატებას მივაღწიოთ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შანსები ჯერ კიდევ აქვს. მან ქართველ ფეხბურთელებს 26 ივნისს, პორტუგალიის ნაკრებთან გასამართ შეხვედრაში წარმატებები უსურვა:

მინდა შევეხო ჩეხეთთან თამაშს, ფრეს და პირველ მოპოვებულ ქულას, რაც მისასალმებელია. ვულოცავ ყველას, ფეხბურთელებს, გულშემატკივარს. ძალიან დიდი შანსი გვქონდა, განსაკუთრებით ბოლო წუთზე, რომ აღნიშნული შეხვედრა მოგვეგო, სამი ქულა აგვეღო. თუმცა, სპორტის ამ სახეობაში ყველაფერი ხდება და სწორედ ამიტომ არის ფეხბურთი საინტერესო. ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს.

26 ივნისს, ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვეთამაშებით, მაგრამ ფეხბურთის თამაში დღეს ყველასთან შეიძლება და წარმატებას ნებისმიერ გუნდთან შეიძლება მიაღწიო. ამიტომ ჩვენს ბიჭებს მინდა გამარჯვება ვუსურვო. ეს შეხვედრა არ იქნება მარტივი, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმ ჟინით, სულისკვეთებითა და მონდომებით, რაც პირველ ორ თამაშზე აჩვენა ჩვენმა ნაკრებმა, შესაძლებელია პორტუგალიასთან წარმატებას მივაღწიოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერი შეეხო ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მოსაზრებებს, თითქოს, ეროვნულ ნაკრებში კონკრეტული ფეხბურთელების თამაშს თავად წყვეტს და აღნიშნა, რომ ეს არის სრული აბსურდი:

მინდა ერთ სიბინძურეზე პატარა კომენტარი გავაკეთო. არ მინდა ქართველ გულშემატკივარს შეურაცხყოფა მივაყენო. ვინც ფეხბურთში ერკვევა, ეს მათ არ ეხებათ. თუმცა, ის ადამიანები, ვინც ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევიან, გაგებაში არ არიან, სწორედ მათთვის ვამბობ.

ძალიან დიდი აბსურდია, თითქოს მე ვიღებ გადაწყვეტილებას და ბუდუ ზივზივაძეს ეროვნულ ნაკრებში არ ვათამაშებ. ჩვენ ვნახეთ ვინ წერს მსგავს კომენტარებს, გავაკეთეთ ანალიზი და 99% ვინც ამას წერს, არიან ისინი, ვინც „გამჭვირვალობის კანონს“ აპროტესტებდნენ.

როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი სიბინძურე გაიფიქრო? ისინი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, ამას იკადრებდნენ. ამაზე უარესებსაც აკეთებდნენ, 2012 წლამდე. როგორც „გამჭვირვალობის კანონი“ იყო რუსული, ისე ვაყენებ მე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას და ვიღებ გადაწყვეტილებას, ვინ ითამაშოს და ვინ არა. ეს არის ძალიან დიდი სისულელე“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს – მათ, ვინც შეძლო გერმანიაში ჩასვლა და თამაშებზე დასწრება და მათ, ვინც საქართველოდან უგულშემატკივრა ეროვნულ ნაკრებს.

ასევე, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ქვეყნის, ჩვენი ნაკრების წარმატება უხარია. წინ კიდევ ბევრი გამარჯვებები გველოდება. 26-ში კი, ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს“, – განაცხადა თბილისის მერმა ვიდეო მიმართვისას.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე” – სებ-ის განცხადება შესაძლო...

შესაძლო თაღლითურ მანიპულაციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“მამაჩემის 7-წლიანი პატიმრობა არის პოლიტიკური განაჩენი. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვით თამაშის უფლება არავის აქვს” –...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...