spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიჭო, თუ ბოიკოტში ხარ, მაშინ ადექი და მანდატი...

“ბიჭო, თუ ბოიკოტში ხარ, მაშინ ადექი და მანდატი დატოვე! თქვი, რომ არ მინდა ამ პარლამენტში მუშაობა!” – ირაკლი ზარქუა ოპოზიციას მიმართავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან მწვავე კომენტარს აკეთებს ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტთან დაკავშირებით:

,,რადიკალები ყოველგვარი არგუმენტის გარეშე არიან დარჩენილნი… ოპოზიციაში ხარ, წინ არის არჩევნები, ინტერესი უნდა იყოს, რომ დაესწრო, თუ რამე გაქვს – განსხვავებული აზრი, არგუმენტი, იქ უნდა წარმოადგინო. იმიტომ, რომ შენ შენ თავს ხომ არ ეკუთვნი?! მოსახლეობის მხარდაჭერით მოხვდი პარლამენტში. ამას არ აკეთებენ. რატომ? – იმიტომ, რომ რამდენჯერაც შევიდნენ პოლემიკაში ბატონ კობახიძესთან, იმდენჯერ დამარცხდნენ, როგორც ლიდერთან პარლამენტში.

დროსაც ეკონომიკური ზრდა გვაქვს საკმაოდ მაღალი, სადაც თავისუფლების ინდექსმა საქართველო 45 სახელმწიფოს შორის მოაქცია, სადაც კანონის უზენაესობით, თავისუფალი ვაჭრობით, მათ შორის, საზოგადოებაში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობით, ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს ვუსწრებთ, ამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის ბატონი კობახიძე და ახლა ამას რა უნდა დაუპირისპირო?! რა უნდა ელაპარაკო?! როგორ უნდა შევიდნენ დისკუსიაში?! ბუნებრივია, აირჩიეს მათთვის კომფორტული რამ.

ე.ი. ,,ჩვენო დავტოვეთო პარლამენტიო, ხელფასებს იღებენ, უბრალოდო სესიებს არ დავესწრებითო”. რა კომფორტულია, ხომ? თან ხელფასს იღებ, თან ,,ამათი დანახვა არ გვინდაო”.

ბიჭო, თუ ბოიკოტში ხარ, მაშინ ადექი და მანდატი დატოვე! თქვი, რომ არ მინდა ამ პარლამენტში მუშაობა! ააა, ხელფასები აღარ გექნებათ მერე?! ასე კომფორტულია, ხო? თან ხელფასი აიღოთ პარლამენტიდან, თან ბოიკოტი მოიგონოთ, თან NDI-დან დაფინანსებები აიღოთ. მაგარია, ორმაგი შემოსავლები გაქვთ…”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...