ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილის (არა)რიტორიკული შეკითხვა, კონკრეტული შედარება-შეფასებისა და შესაბამისი განმარტების ფონზე:
“ეს ძაან აროგანტული “ფეხბურთის აზრზე ვინც არ ხართ აზრებს ნუ აფრქვევთ“ ცოტა ქაჯობა მგონია. ფეხბურთი მარტო რაღაც მანიაკა პროფესიონალა კუტოკისთვის არის და მარტო მათ შეუძლიათ აზრის გამოთქმა?
პოლიტიკაში წლებია ყველა ნიუანსი ვიცი, ბევრი ისეთი, რასაც ფართო საზოგადოება ასი წელი ვერ გაიგებს, მაგრამ “აუუუ, აზრზე რომ არ ხართ ისეთები პოლიტიკაზე ნუ წერთ“ რომ ვთქვა, ხომ დამიძახებთ ქაჯს? და მართლებიც იქნებით😊“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.