შაბათი, ივლისი 12, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სრულად გასაგებია მოსახლეობის მწვავე რეაქცია წყალმომარაგების საგანგებო რეჟიმთან...

“სრულად გასაგებია მოსახლეობის მწვავე რეაქცია წყალმომარაგების საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებით” – დავით ნარმანიას განმარტებები

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ადგილზე შეაფასა წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ მილსადენზე მიმდინარე სამუშაოები, რომელზეც სემეკი მონიტორინგს 16 ივნისიდან ახორციელებს.

სემეკის თავმჯდომარემ ტექნიკური საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელი პირებისგან, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი მაგისტრალური მილსადენის აღდგენით სამუშაოებში:

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ სამუშაოები ხორციელდება 24 საათიან რეჟიმში. სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტი მონიტორინგს უწევს პროცესის ინტენსივობასა და ხარისხს. კომპანიამ გამოიყენა ყველა შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს სამუშაოები და სრულად აღდგეს წყალმომარაგება.

სრულად გასაგებია მოსახლეობის მწვავე რეაქცია წყალმომარაგების საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებით. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 24 საათიან რეჟიმში მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას წყალმომარაგების განრიგისა და სასმელი წყლის ცისტერნების განთავსებასთან დაკავშირებით.

2023 წლის დეკემბერში, კომისიამ შეითანხმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტები და განისაზღვრა სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება პრობლემურ და მწვავე ლოკაციებზე. პროექტების შეთანხმებისას, წიწამურთან არსებული მილსადენი სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ საჭიროებდა. შესაბამისად, საინვესტიციო გეგმის ფარგლებში მილსადენზე სამუშაოების განხორციელება დღის წესრიგში არ დამდგარა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

დავით ნარმანიასთან ერთად წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ მილსადენზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს სემეკის წევრებმა და სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.

ინფორმაციას  ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება არ გვქონდეს, მის დასაბალანსებლად რადიკალური წინააღმდეგობა არ იქნებოდა საჭირო” –...

"რადიკალიზმის ბალანსის თეორია" არჩილ გამზარდიას პოზიციაში: "ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...

“რას ამბობთ, ძალიან სტაბილურად და მყარად გრძნობს რეჟიმი თავს😅” – ნინო ჯანგირაშვილის ირონია

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონია ქვეყანასი არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...