შაბათი, ივლისი 12, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ როგორ ესმით ქოცებს...

“მინდა მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ როგორ ესმით ქოცებს სტუმარ-მასპინძლობა და საერთოდ ქართველობა” – ნიკა მელია

არასასიამოვნო ინციდენტთან დაკავშირებით საუბრობს ნიკა მელია და დეტალურად ჰყვება კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, როცა იგი პოლიტიკური ნიშნით არ შეუშვეს ერთ-ერთ რესტორანში:

მინდა მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ როგორ ესმით ქოცებს არა მხოლოდ მომსახურების სფეროში საქმიანობა, არამედ სტუმარ-მასპინძლობა და საერთოდ ქართველობა.

ამბავი იმით დაიწყო, რომ ძალიან კარგ ქართველს შეეძინა შვილიშვილი. დაგეგმა ძეობა, ორი დღით ადრე დაუჯავშნია რესტორანი, დამპატიჟა.

დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე მცირე ხნით მისვლა. მივედი და ეს რესტორანი, „ქვევრი“, აღმოჩნდა „ოცნების“ კარის ბიზნესმენისა და ამავე დროს პოსტივის თანამშრომლის – ვინმე ლაშა ბასლანაძის. როგორც გაირკვა, „ქვევრის“ პატრონი ქვევრივითაა – რასაც ოცნება ჩასძახებს, იმას ამოგძახებს.

ზუსტად ასე ამომძახა ძეობაზე მისულს – ათკაციანი დაცვით გარშემორტყმული კართან დამხვდა სამარცხვინოდ, გოიმურად და არაკაცურად – არ შემოხვიდეო.

სუფრამდე არც მივსულვარ, რასაც შედეგად მოჰყვა ის რომ მთელმა სუფრამ, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ხალხისგან შედგებოდა, პროტესტის ნიშნად დატოვა რესტორანი.

ასეთია ქოცური გაგებით ტრადიციებისა და ოჯახის პატივისცემა. მათთვის სტუმარ-მასპინძლობა მხოლოდ პოზნერისთვის გაწელილი ელარჯი და პარლამენტის სკამში ჩამჯდარი გავრილოვია.

მადლობა ღმერთს ექიმი არაა, თორემ წარმომიდგენია რამდენს გაწირავდა სასიკვდილოდ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა მელია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რას ამბობთ, ძალიან სტაბილურად და მყარად გრძნობს რეჟიმი თავს😅” – ნინო ჯანგირაშვილის ირონია

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონია ქვეყანასი არსებულ...

“შემდეგი ალბათ იქნება შეირაღებული ძალების მთლიანად გაქრობა და ქვეყნის გადაცემა რუსეთისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

მმართველი გუნდის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მძიმე მოლოდინებით, ეხმაურება საქართველოს მე-3...

გიორგი ვაშაძე: “გამარჯვების გზა მარტივია, უკომპრომისობა ქოცებთან – კომპრომისი ერთმანეთთან”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, მმართველი გუნდის მიმართ საერთო...

“მინდა ისე გაიარონ ურთულესი გზა, რომ მათთან ერთად საქართველოს გვეზეიმოს!” – ნუკა არველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...