spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიქუთაისში მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის შესასვლელის სახურავმა ჩამოშლა დაიწყო

ქუთაისში მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის შესასვლელის სახურავმა ჩამოშლა დაიწყო

ქუთაისის მცხოვრები ბესიკ ადამია, ქალაქში არსებული მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის შესასვლელის სახურავის ჩამოშლის ფაქტს გამოეხმაურა, სოციალურ ქსელში შესაბამისი ფოტოები გაავრცელა და ქუთაისის მერიას პარკის დირექციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ყინვების შემდეგ მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის სახურავმა შლა დაიწყო. ფოტოები დღის მეორე ნახევარში პირადად გადავიღე. იმედია, მერია პარკის ადმინისტრაციას მხარდაჭერას გამოუცხადებს,” – წერს ბესიკ ადამია.

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში კი აცხადებენ, რომ მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით ბათქაში თვითონ ჩამოყარეს და პრობლემის მოგვარება უკვე დაწყებული აქვთ, თუმცა სამუშაოების დასრულების სავარაუდო თარიღს ვერ ასახელებენ.

საქმის კურსში ვართ და ვზრუნავთ მის მოგვარებაზე. მორყეული ბათქაშის ფილები თვითონ ჩამოვაყრევინეთ ჩვენს სამსახურებს, თავში რომ არავის დაცემოდა. ამ ეტაპზე ხარჯთაღრიცხვის და საპროექტო საკითხების მოგვარებაზე ვმუშაობთ. უახლოეს პერიოდში პარკის ციტადელი პირვანდელ სახეს დაუბრუნდება,“ – განაცხადა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

“პროპაგანდისტული რეალობიდან გამომდინარე გთავაზობთ შეთანხმებას – ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან ნებისმიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც ახლანდელი ქოცები ემზადებოდნენ ხელისუფლებაში მოსავლელად და ბიძინა გაიხადეს ბელადად” – ბეჟან ჯავახია

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...