სამშაბათი, ივნისი 17, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები“ფეხბურთელებისთვის აქ მოხვედრა ოცნების ასრულება იყო”… “ძალიან ამაყი...

“ფეხბურთელებისთვის აქ მოხვედრა ოცნების ასრულება იყო”… “ძალიან ამაყი ვარ იმით რასაც მივაღწიეთ” – ვილი სანიოლი, გურამ კაშია

ეროვნული ნაკრების ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში თურქეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლისა და საქართველოს ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას კომენტარები:

,,ფეხბურთელებისთვის აქ მოხვედრა ოცნების ასრულება იყო, ისინი რამდენიმე დღე ამ ემოციებში იყვნენ და ყოველდღიურ რუტინაზე გადმორთვა გაუჭირდათ კიდეც, თუმცა, შეკრების დაწყების წინ ჩვენ მათ ვესაუბრეთ, ვუთხარით რომ ახლა სწორება ახალ მიზნებზე უნდა ავიღოთ. ამიტომ ეს ეტაპი ყველამ დაძლია, ისინი მზად არიან.

ყველა ქომაგმა ჩამოსვლა ვერ მოახერხა, არ აქვს მნიშნელობა ვინ არის აქ, ან ვინ დარჩა საქართველოში, ვიცით რომ ყველა ერთიანები ვართ, ზოგი ტრიბუნაზე, ზოგი სოციალურ მედიაში, ზოგი შინ, ნებისმიერ მხარდაჭერას ვგრძნობთ და გრძნობენ ფეხბურთელები, ეს ძალიან დიდი მუხტი და ძალაა, უფრო ძლიერი ხარ როცა შენს უკან მთელი ქვეყანა დგას”, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

,,როდესაც ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ ყველაზე ბედნიერი და გამორჩეული საღამო იყო, ძალიან ამაყი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ, ამით უზომოდ ბედნიერი ვარ, გამორჩეული დღე იყო. როდესაც შეკრება დავიწყეთ, ვთქვით, რომ ყველა ემოცია უკან უნდა დაგვეტოვებინა და ახალი მიზნები დაგვესახა, აქ ვართ, რადგან გვინდა, რომ ახალი გამოწვევები მივიღოთ, დავიმსახურეთ აქ ყოფნა და გვინდა დავამტკიცოთ რა შეგვიძლია.

ქვეყანაში საფეხბურთო ენერგია მძვინვარებს. საქართველოში ყველა ფეხბურთზე საუბრობს და იმ მიღწევაზე რაც ერთად შევძელით, გუშინ აქ ქომაგი იყო მოსული, რომელმაც სკუტერით უამრავი კილომეტრი გაიარა და აქ დროშა ჩამოგვიტანა, ეს ძალიან ემოციური იყო. ყველანი ამაყები ვართ იმით, რომ აქ ვართ და ჩვენი ქვეყნის სახელს წარვადგენთ, დიდ ენერგიას და მხარდაჭერას ვგრძნობთ ჩვენი ხალხისგან და ეს ბევრს ნიშნავს”, – განაცხადა გურამ კაშიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა! ოლიგარქია უნდა დაემხოს!” – ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ნიკა გვარამიას სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა....

“რეჟიმის ტყუილები და თვითმმართველობის არჩევნები…” – ზურაბ ჯაფარიძის მეორე წერილი საპატიმროდან

სოციალურ ქსელში გავრცელდა პატიმრობაში მყოფი "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის,...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...