spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა გარდამტეხი როლი შეასრულონ 26...

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა გარდამტეხი როლი შეასრულონ 26 ოქტომბერს არჩევნებზე” – ელისაბედ სიხარულიძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ წევრი, ელისაბედ სიხარულიძე, სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში, საუბრობს ახალგაზრდული მოძრაობის აქტივობებთან დაკავშირებით და ახალგაზრდების უშუალოდ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მნიშვნელობაზე:

  • როგორი ფორმატი მიგაჩნიათ პოლიტიკურ პროცესებში წარმატების მისაღწევად ახალგაზრდულ მოძრაობასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის?

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, ძალიან გახარებული ვარ, რომ უკვე ამდენი ახალგაზრდა არის პოლიტიკით დაინტერესებული, რაც ძალიან ნათლად დავინახეთ შარშან მარტის პროტესტების პერიოდშიც და ასევე წელს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, ქვეყნის სწორი კურსისთვის, რომელიც გულისხმობს ევროპულ კურსს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მათ გარდამტეხი როლი შეასრულონ 26 ოქტომბერს არჩევნებზე.

რაც შეეხება ახალგაზრდების უშუალოდ ჩართულობას პოლიტიკურ პარტიებთან და პოლიტიკურ პროცესებში, ვთვლი, რომ ჩვენ საკმაოდ მრავალფეროვანი ოპოზიციური სპექტრი გვყავს. ახალგაზრდებმა უნდა გააკეთონ თავიანთი არჩევანი, რომელი ოპოზიციური პარტია არის მათთვის მისაღები და ყველაზე ახლოს დგას მათ ფასეულობათა სისტემასთან.

შესაბამისად, ვთვლი რომ ახლოს უნდა მივიდნენ მათთან, კარგად გაეცნონ ლიდერებს, სტრუქტურებს და ა.შ., აქტიურად ჩაერთონ წინასაარჩევნო პროცესში. მართალია, არც ისე დიდი დროა დარჩენილი არჩევნებამდე თუმცა, მაინც არის დრო, როცა მათ შეუძლიათ დიდი წვლილი შეიტანონ სამართლიანი არჩევნების ჩატარების პროცესში, შემდგომ კი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ამიტომ ვისურვებდი, რომ მაქსიმალურად კოორდინაციაში ყოფილიყვნენ პარტიებთან და ერთად მოგვეხდინა გარდამტეხი ცვლილებები, ერთად ჩაგვეტარებინა სამართლიანი არჩევნები და ქვეყანა რეალურად დაგვეყენებინა ევროპულ გზაზე.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა” – თინათინ რუხაძე

კულტურის სამინისტრომ, მინისტრ თინათინ რუხაძის განცხადება გაავრცელა თანამდებობის დათოვების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...