spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ადამიანი რომ მუშაობს, იმას მინიმალური შემოსავალი უნდა ჰქონდეს,...

“ადამიანი რომ მუშაობს, იმას მინიმალური შემოსავალი უნდა ჰქონდეს, რომ ორმა ზრდასრულმა ადამიანმა ოჯახი არჩინოს” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია მოსალეობასთან შეხვედრის დროს საუბრობს სოციალურ პროგრამასთან დაკავშირებით:

,,ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი სოციალური პროგრამა, სადაც საბაზისო კანონით დამტკიცებული და დადასტურებული უნდა იყოს, რომ მინიმალური ხელფასი არ უნდა იყოს 950 ლარზე ნაკლები. ადამიანი რომ მუშაობს, იმას მინიმალური შემოსავალი უნდა ჰქონდეს, რომ ორმა ზრდასრულმა ადამიანმა ოჯახი არჩინოს, თუ 2 შვილი ჰყავს – ეს ერთი.

მეორე, უმუშევრობის დაზღვევა. უმუშევრობის დაზღვევა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც მუშაობს და ამ მუშაობიდან გამომდინარე, მიდის და რაღაც ბანკში კრედიტს იღებს, ეს ადამიანი მერე უეცრად სამსახურს რომ კარგავს, ბანკროტი რომ არ გახდეს და ბანკმა არ გადააგდოს მიკროსაფინანსოში, მერე მიკროსაფინანსომ მევახშესთან და რომ არ დაიღუპოს, 6 თვით სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მას უმუშევრობის დაზღვევა მინიმალური ხელფასის ოდენობით. 6 თვეში ახლა საქართველოში სამსახური როგორმე უნდა იპოვო, უნდა იშოვო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

პენსია, რა თქმა უნდა, 3 წელიწადში უნდა გადასცდეს მინიმალურ ხელფასს. ეს ყველაფერი არის ის სტანდარტები, რომელიც ევროპაში უკვე მოქმედებს. ეს არ არის რაღაც სურვილები. ეს არის ის, რაც ბიუჯეტში ფული დევს და ახლა ესენი იპარავენ, სახლში მიაქვთ. სწორედ ამიტომ უნდათ საპენსიო ფონდის ბორდის გაუქმება, რომ მერე შეძვრნენ და ის 5 მილიარდიც ესე დაიყონ და სახლში წაიღონ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რაც ხდება” – გიორგი ვაშაძე ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

თბილისის მერია “მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის” პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს კახა კალაძე

„თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და...

“ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა “ნაციონალური მოძრაობა”?” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" შექმნის შესახებ საუბრობს და ერთგვარი პარალელის გავლების...

“საარსებო კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს უფასო!” – ანა დოლიძე

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე საარსებო კრიზისთან დაკავშირებით კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

“იქნებ პასუხი გაგვცენ – ვინ გამოუწერა, ამ კრემლის ყურებს, საშვები?” – შალვა ნათელაშვილი

პატრიარქის არჩევის პროცესის დროს სამების საკათედრო ტაძარში კონკრეტული პირების...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...