სამშაბათი, ივნისი 17, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: ყველას გელოდებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე,...

კახა კალაძე: ყველას გელოდებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სადაც ნაკრების თამაშს დიდ ეკრანებზე უყურებთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სამივე შეხვედრის ნახვა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დიდ ეკრანებზე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, 18 ივნისს საქართველო-თურქეთის მატჩის სტადიონზე ყურებას მაყურებელი 20:00 საათიდან შეძლებს:

მთელი საქართველო სულმოუთქმელად ელოდება საქართველოს ნაკრების თამაშებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, ყველას სურს იმ სიხარულის გაზიარება, რაც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა გვაჩუქა.

ძალიან ბევრი ადამიანი გაემგზავრა გერმანიაში საგულშემატკივროდ, თუმცა ბევრმა ეს ვერ მოახერხა და ეროვნულ ნაკრებს საქართველოდან უგულშემატკივრებს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ნაკრების ყველა თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვაჩვენოთ. სამზადისი უკვე მიმდინარეობს.

ხვალ, 20:00 საათზე, გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, მატჩს დიდ ეკრანებზე უყუროს. დასწრება უფასოა და ყველას გეპატიჟებით. გპირდებით, საგულშემატკივროდ სასიამოვნო გარემო იქნება შექმნილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ეროვნულ ნაკრებს დაგეგმილ მატჩებში წარმატებები უსურვა.

ხვალ, ჩვენს ბიჭებს აქვთ პირველი თამაში თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო. თავადაც არაერთი განცხადება გააკეთეს, რომ მათთვის მთავარი მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არ არის და მნიშვნელოვანია, თამაშების წარმატებით ჩატარება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მათე და ყველა სინდისის პატიმარი აუცილებლად იქნებიან თავისუფლები!” – გიორგი ვაშაძე

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძის საქმეზე სასამართლომ განაჩენი...

“მე კი ვიდექი იქ, სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო – სინდისის პატიმრების დედების გვერდში!”...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, 3 მარტს გზის გადაკეტვის...

“ახლა არის დრო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის ღიად აღდგენის” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“რეჟიმის ტყუილები და თვითმმართველობის არჩევნები…” – ზურაბ ჯაფარიძის მეორე წერილი საპატიმროდან

სოციალურ ქსელში გავრცელდა პატიმრობაში მყოფი "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...