შაბათი, ივლისი 12, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საბჭოთა კავშირიდან იმიტომ კი არ გამოვედით, რომ 2024...

“საბჭოთა კავშირიდან იმიტომ კი არ გამოვედით, რომ 2024 წელს რუსეთის იმპერიას შევერთებოდით” – ტატო ბასილაია

სამოქალაქო აქტივისტი, ტატო ბასილაია სააგენტო ,,პარალელთან” კომენტარს აკეთებს, სადაც საუბრობს ქვეყნის ევროპულ მომავალსა და იმ ბრძოლაზე, რომელიც ისტორიულად საქართველოს თავისუფლებისკენ არის მიმართული:

,,ზოგადად, არ მესმის ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ აპოლიტიკურები არიან. საერთოდ პოლიტიკა და პოლიტიკოსები არიან ისინი, ვინც ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ზეგავლენას ძალიან ბევრ ფაქტორზე ახდენენ. რთულია არ იყო დაინტერესებული პოლიტიკით და მეტიც, მე თუ მკითხავთ, დანაშაულიც კი არის ჩვენს დღევანდელობაში აპოლიტიკურობა. იმ მძიმე სურათის ფონზე, რაც ქვეყანაში მმართველი ძალის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე არსებობს.

არ შემეძლო შორიდან მეყურებინა ამ ყველაფერისთვის და გადავწყვიტე ჩემი მცირედი წვლილი შემეტანა ქვეყნის წინსვლისთვის ბრძოლაში, დავმდგარიყავი ქართველი ხალხის და ჩვენი ახალგაზრდობის გვერდით. ჩვენი ჩართულობა ხომ აუცილებელი პირობა არის ქვეყნის სწორი განვითარებისთვის?

ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, რომელიც ოფლისა და სისხლის ფასად მოიპოვეს. ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება უარი ვთქვათ ამ უმნიშვნელოვანეს მონაპოვარზე და ადამიანის უმნიშვნელოვანეს ფასეულობაზე სიცოცხლის შემდეგ, თავისუფლებაზე.

საბჭოთა კავშირიდან იმიტომ კი არ გამოვედით, რომ 2024 წელს რუსეთის იმპერიას შევერთებოდით. საქართველოს ერთადერთი გზა არის ცივილიზებული და თავისუფალი ევროპა – კავშირი, სადაც პატივს სცემენ ჩვენს ისტორიას, ენას, სარწმუნოებას, ტერიტორიულ მთლიანობას.

ამ ფონზე, რას აკეთებს ჩვენი მთავრობა?! მიგვაქანებს „ერთმორწმუნე მეგობრისკენ”, რომელიც მარტივი დასანახია, რომ ცხვირს ტყავში გახვეული მგელია და მხოლოდ მტრული მიზნები აქვს ჩვენს მიმართ. რუსეთის იმპერია ანგრევდა ეკლესიებს! გვართმევდა და გვართმევს ტერიტორიებს! 1978 წელს ,,დედაენის” წართმევაც დაგვიპირეს, მაგრამ მაშინდელმა პროგრესულმა ახალგაზრდობამ არ მისცა ამის საშუალება!

და დღეს, ჩვენ, ქართველ ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი თაობის წარმომადგენელთან ერთად მოგვეთხოვება, ვიდგეთ ისტორიის სწორ მხარეს და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა გარუსებისგან!

სამწუხარო რეალობაა, რომ რუსეთის მიერ მართული ხელისუფლება გვყავს. ცუდია, რომ დღემდე არის საქართველოში მოქალაქე, რომელსაც რუსეთი მეგობრად მიაჩნია და მისკენ მიილტვის. იმედს ვიქონიებ, მსგავსი ადამიანების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდება მათი ცნობიერების ამაღლების ხარჯზე და ისწავლიან მტრისა და მეგობრის გარჩევას”, – განაცხადა ტატო ბასილაიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

“იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ არ დანებდებით. ხო ხართ პირველიდან უკანასკნელამდე შიშში” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია მძიმე შეფასება-მინიშნებებით ხელისუფლებას მიმართავს: "იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ...

“ეუთოს რეზოლუციაზე “ქართული ოცნების” დამოკიდებულება აჩვენებს როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი”...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...