spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი გახარია: "საპენსიო ფონდის ხალხისთვის წართმევა მოხდა"

გიორგი გახარია: “საპენსიო ფონდის ხალხისთვის წართმევა მოხდა”

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია მოსალეობასთან შეხვედრის დროს საუბრობს საპენსიო ფონდთან დაკავშირებით შექმნილ გაურკვევლობებზე და თავის ეჭვებს გამოთქვამს, ამ მხრივ:

,,მოხდა ამ საპენსიო ფონდის, ფაქტობრივად, ხალხისთვის წართმევა. საპენსიო ფონდი ჩვენ რომ შევქმენით, შევქმენით ერთადერთი მიზნით, რომ ადამიანებს სოციალური დამხარებისავით პენსია კი არ მიეღოთ, ეს პენსია მიეღოთ დაგროვითი. პენსიაზე რომ გავა ადამიანი, ღირსეული შემოსავალი ჰქონდეს.

ახლა, ფაქტობრივად, სახელმწიფომ აიღო ეს საპენსიო ფონდი, რომელშიც 5 მილიარდი თქვენი და ჩვენი ფულია, ყველასი დაგროვილი და ფაქტიურად, ამბობს, რომ ,,მე ამ ფულს როგორც მინდა, ისე დავხარჯავ”.

ფაქტობრივად, გამოდის, რომ ეს არის ჩვეულებრივი კორუფცია და ამზადებენ ამ 5 მილიარდს იმისთვის, რომ ხალხის დანაზოგები გაძარცვონ.

ეს ფონდი ჩვენი შექმნილია. ეს ფონდი ჩვენ დროს გაკეთდა და სპეციალურად გავაკეთეთ ისე, რომ მთავრობას არ შეძლებოდა, თვითონ როგორც მოუნდება, ეს ფული, ისე რომ დახარჯოს.

თორემ ახლა გამოვლენ, იტყვიან – ,,ჰესია ასაშენებელი”, ,,გზაა გასაყვანი”, ,,ის არის გასაკეთებელი”… და გაფლანგავენ ახლა ამ ფულს, სულ თავის ნათესავებს, ძმაკაცებს და მეგობრებს გააკეთებინებენ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

“ქართული პოლიტიკური კლასიკაა: ბოლოს დამნაშავე, ალბათ, ის აღმოჩნდება, ვისაც მოხსნიან” – რომან გოცირიძე

საქართველოში ელექტროენერგიის 2-ჯერ მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით სემეკის განმარტებებს კონკრეტული...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...