spot_img
მთავარირეგიონის ამბებიბათუმში "ზაფხულის ფესტივალზე" ცნობილი ქართული ბენდები იმღერებენ

ბათუმში “ზაფხულის ფესტივალზე” ცნობილი ქართული ბენდები იმღერებენ

15-16 ივნისს, ბათუმში დაგეგმილ „ზაფხულის ფესტივალზე“ ცნობილი ქართული ბენდები და შემსრულებლები იმღერებენ. „მგზავრები“, „სალიო“, „კახაბერი და ხანუმები“, „ანიკი“ ფესტივალის სტუმრების განწყობაზე სხვა მოწვეულ და ადგილობრივ ბენდებთან ერთად უზრუნებენ. ყოველწლიური ფესტივალი წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ. ულამაზესი საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებულ საფესტივალე სივრცეში სტუმრებს საშუალება ექნებათ გაერთონ, დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ.

ფესტივალი 18:00 საათზე, დრამერების შოუთი და პანტომიმის მსახიობების კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნება. მუსიკალური პროგრამის პარალელურად, რომელსაც ადგილობრივი და მოწვეული ბენდები წარმოადგენენ, ბავშვებისთვის ჩატარდება თითების თეატრი, სთრით არტი, ილუზიონისტების შოუ, თიხის ძერწვის მასტერკლასები და სხვა საბავშვო აქტივობები. ფესტივალის სივრცეში 15-მდე ლაუნჯი და კაფე-ბარი სტუმრებს საზაფხულო მენიუს შესთავაზებს. იქვე მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების საგამოფენო სივრცეც. ზაფხულის ფესტივალს წელსაც დაამშვენებს ფრანების შოუ. ფესტივალი გასული წლის მსგავსად ორდღიანი იქნება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...