შაბათი, ივლისი 12, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ საქართველოში გინებაზე, მით უმეტეს,...

“ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ საქართველოში გინებაზე, მით უმეტეს, დედის გინებაზე არავის აუკრძალია, რომ მიიღოს ისეთი პასუხი, როგორიც უნდა მიიღოს” – ბექა ოდიშარია

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარე, ბექა ოდიშარია ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს გუშინ კრწანისში, სუპერმარკეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც პარლამენტის წევრს სამოქალაქო აქტივისტი, ბექა პაპაშვილი შეხვდა, რასაც, მათ შორის, ,,გამჭვირვალობის” ე.წ. ,,რუსული კანონის” მიღების გამო სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა:

,,შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარიხო პატენტი, ,,ფეიკ” დომენიკო მანგო. ახლადთავმოჭრილი, თავმოკვეთილი ქათმის ინსტიქტებით მორბენალი დახლებს შორის.

დაიძახა პირველად მხოლოდ ეს ფრაზა – ,,შენ ხარ რუსულ კანონზე ხელის მომწერი”.

ადამიანი დაფინანსებულია… ან რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს ღამის თორმეტისნახევარზე, მითხარით, კრწანისში, სუპერმარკეტში?!

თუ არ ხარ 100 დოლარიანი ერთჯერადი მოხმარების პიროვნება, ამბობენ 100-დან 500 დოლარამდეო, მაგრამ მაგას მგონი, რომ 100$-ს ვერ გაცდება…

[ჟურნალისტის შეკითხვა]: თქვენ აცემინეთ?

სისულელეებს ნუ მეკითხებით.

საერთოდ, ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ საქართველოში გინებაზე, მით უმეტეს, დედის გინებაზე, ჯერ-ჯერობით არავის აუკრძალია ის, რომ მიიღოს ისეთი პასუხი, როგორიც უნდა მიიღოს.

ერთჯერადი მოხმარების რომ ხარ, იმსახურებ იმას, რომ ესეთი ეპითეტით გაგისწორდნენ.

როგორ აღმოჩნდა იქ [კრწანისის სუპერმარკეტში]…?”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისათვის, მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირებიდან რამდენი საათის შემდეგ, ბექა პაპაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქულების დაწერა თუ გინდათ, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადეთ, სინდისის პატიმრები გამოუშვით‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გაკეთებულ...

“რავი ძაან ბრუტალურად დაიწყეს და ბოლოს მასობრივ მოფსმევინებაზე გადავიდნენ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ნარკოტესტებზე შესამოწმებლად ახალგაზრდების,...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...