ორშაბათი, აპრილი 21, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძისა და დევიდ ქემერონის შეხვედრა: საინტერესოა, რატომ...

გიორგი ვაშაძისა და დევიდ ქემერონის შეხვედრა: საინტერესოა, რატომ შედგა ასეთი მაღალი დონის შეხვედრა დიდ ბრიტანეთში და რა შედეგებს მოიტანს იგი საქართველოსთვის?

საქართველოში მიმდინარე პროცესები სტრატეგიული პარტნიორების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. აქტუალურად განიხილება როგორც სანქცირების საკითხი, ასევე ხდება მხარდამჭერი ინიციატივების შეთავაზებაც, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე.

ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციონერი ლიდერის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში და შეხვედრა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ქემერონთან. თავის მხრივ შეხვედრა უპრეცედენტოა, როცა მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს ოპოზიციური პარტიის ლიდერს შეხვდა და ასევე საყურადღებოა შემდეგი გარემოება, თუ ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან პერიოდში, რატომ შედგა ასეთი მაღალი დონის შეხვედრა დიდ ბრიტანეთში და რა “კულუარული” მსჯელობები იქნებოდა? მეორეს მხრივ აღსანიშნავია, ის დამოკიდებულება, რაც დიდი ბრიტანეთის მხრიდან განისაზღვრა საქართველოსთვის ასეთ რთულ პერიოდში:

ვისაუბრეთ შექმნილ ვითარებაზე და რუსულ გავლენებზე, რომელიც იზრდება საქართველოში. ბრიტანეთი განიხილავს იმ საკითხს, რომ შეუერთდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქცირების პოლიტიკის თვალსაზრისით იმ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ვინც ცდილობს, რომ საქართველოს გადაახვევინოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ოპოზიციონერი ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქართველი ხალხის არჩევანზე:

მათთვის ძალიან მკაფიოა ქართველი ხალხის არჩევანი, რაც გამოიხატა პროტესტით და აქციებით და მეორეს მხრივ ძალიან მკაფიოა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტიურად „ცივი ომი“ გამოუცხადა დასავლეთს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრისა და ქართველი ხალხისადმი დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერიდან გამომდინარე, გიორგი ვაშაძე ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსის შენარჩუნებისთვის აუცილებელ პირობად საზოგადოების კონსოლიდაცია და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება მიაჩნია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კომისიის სახედ შეარჩიეს ზიზღის ჯგუფის ლიდერი ქალბატონი, რომელიც სძულს არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ დარჩენილი ქოცების...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს "ქართული...

“რაც თეა წულუკიანმა თავისი კომისიით ხელისუფლებას ავნო, იმდენს მთელი ოპოზიციის პიარი ვერ მოახერხებდა ერთიანად”...

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილის კონკრეტული შეფასებები თეა წულუკიანთან მიმართებაში,...

“ეს ის ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ გვწამს ღირსების, გმირების და გამარჯვების!” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ეს არის ივანიშვილის ჯიბის პარლამენტი! ე.წ. კომისია კი ღალატის გარდა არაფერს ნიშნავს!” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საგამოძიებო კომისიაში მის დაბარებას...

“ჩვენს ოფიციალურ პირებს უსამართლო სანქციებს უწესებენ “მეგობრებად” მიჩნეული ქვეყნები” – ზაალ ანჯაფარიძე

დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ მორიგ სანქციებს მწვავედ ეხმაურება ანალიტიკოსი...