spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ფული გუშინ, დღეს, ხვალ" - ნინი ხიჯაკაძის ანალიტიკური...

“ფული გუშინ, დღეს, ხვალ” – ნინი ხიჯაკაძის ანალიტიკური შეფასებები

თანამედროვე სამყაროში რესურსებს ფული არეგულიერებს. ჩვენი შესაძლებლობების ჰორიზონტიც ფინანსურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. უფრო მკაფიოდ რომ გავიაზროთ, თუ როგორ შეიძლება შევიქმნათ მომავალი და მოვეპყრათ ფულს გონივრულად, თავდაპირველად მოგვიწევს ვიმოგზაუროთ წარსულში.

ფული გუშინ
უძველესი დროიდან მოყოლებული ადამიანს/ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს არ შეეძლო ჰქონოდა ყველა ის საჭიროება, რომელიც აუცილებელი იყო არსებობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის. ამიტომ შემოიფარგლებოდნენ ე.წ ბარტერით, რაც გულისხმობდა ნატურალურ გაცვლას.

მაგალითად, წარსულში ამჟამინდელი გერმანიის ტერიტორიაზე ფულის ერთეულს წარმოადგენდა ძროხა, ჩრდილოეთის ქვეყნებისთვის – ირემი და ა.შ. თუმცა, დროთა განმავლობაში საჭირო გახდა უფრო კომპაქტური და გრძელვადიანი ერთეულის მოფიქრება, რადგან ზემოთ აღნიშნული სახეობები არც თუ ისე კომფორტული აღმოჩნდა ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად.

ესეც ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჟამთა სვლის გამო იცვლება ცხოვრების სტილიც და ჩნდება სხვა ეკონომიკური მოთხოვნილებები.
მსოფლიო ნატურალური ვაჭრობიდან გადავიდა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მონეტებზე, რაც უფრო აიოლებდა ვაჭრობას. მართალია, სავაჭრო საფინანსო სისტემაში 21-ე საუკუნეშიც ხშირად გამოიყენება მონეტები, თუმცა ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად მე-9 საუკუნეში ჩინეთში შეიქმნა ქაღალდის ფულის პირველი პროტოტიპი. აქვე მოვიშველიებ მარკო პოლოს ცნობილ ციტატას:

ქაღალდის ფულის გამოშვება – ეს ახალი შესაძლებლობაა იმ მიზნის მისაღწევად, რომლისკენაც ასე დიდი ხანი მიისწრაფვოდენენ ალქიმიკოსები“.

ფული დღეს
ქაღალდის ფულმა ცხოვრება ბევრად გააიოლა – მარტივი გახდა საფულეში მოსათავსებლად და დავიწყეთ მისი მასიურად გამოყენება. თანამედროვე ცხოვრებაში ზუსტადაც, რომ ფული განსაზღვრავს, ყოველდღიურად სამსახურში ვივლით, თუ სამსახური ივლის ჩვენთან.

როგორც უკვე აღვნიშნე, ფული არეგილირებს რესურსებს. მაგალითისთვის ავიღოთ მიმდინარე ომი უკრაინაში – სწორედ ფული განსაზღვრავს, რომელი მხარე შეძლებს მეტად მობილიზებას და გამარჯვების მხარის დაკავებას არსებული რესურსებით.
ცივილიზებულ სამყაროში ტექნოლოგიები გონიერი არსებების (ადამიანების) დახმარებით უფრო და უფრო ვითარედება. დღეს უკვე გვყავს რობოტის პროტოტიპები, გვაქვს ციფრული ბარათები, რისთვისაც საერთოდ არ გვჭირდება ნაღდი ფულის ტარება, რადგან ბარათის მოხმარება ბევრად მარტივია და აადვილებს ყოველდღიურ ცხოვრებას.
თუ არსებულ თანხას სწორად გამოვიყენებთ და დავაბანდებთ, მისი გაზრდაც შეგვიძლია და ჩვენი თავის მეტად რეალიზება თუ სოციალიზაცია.

თანამედროვე ცხოვრებაში ინერგება ახალი ტექნოლოგიები, რაც ფართო ასპარეზს აძლევს ცხოვრების რიტმის ცვლილებას და გადასვლას მომდევნო საფეხურზე. რა იქნება რამდენიმე ათეული ან ასეული წლის შემდეგ? რა დონეზე იქნება სამყარო განვითარებული?! – როგორც წარსულში ადამიანები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ იარსებებდა მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ერთი პოლუსიდან მეორე პოლუსზე მცხოვრებ ადამიანებს შეეძლებოდათ დაკავშირება, ასეთივე საკითხი დგას დღეს, 21-ე საუკუნეში.

ფული ხვალ
რა როლი ექნება ფულს მომავალში? სამყაროს ცვლილებასთან ერთად ადამიანებსაც მოგვიწევს ჩვენი ხელით შეცვლილ გარემოში ადაპტირება. არსებულის წინაპირობების არსებობა დღეს უკვე დაწყებულია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონეტები და ქაღალდის ფული ჩაანაცვლა ციფრულმა თუ საბანკო ანგარიშებმა, საბანკო ანგარიშები კი გადავიდა კიდევ უფრო მაღალ ეტაპზე – ციფრულ ვალუტაზე, რომელიც ერთგვარად მომავალში ფულის ალტერნატიული სახეა.

მომავალში ადამიანებს ნაკლები შრომის შესრულება მოუწევთ, ვიდრე დღეს. გარკვეული პერიოდი კაცობრიობას გაუჭირდება არსებულ სისტემაზე მორგებაა და უნდა ვივარაუდოთ, რომ საზოგადოება მკვეთრად დაიყოფა.

მომავლის სამყაროში დიდ როლს შეასრულებს რობოტები, შესაბამისად, ადამიანის შრომაც შემცირდება, მათ მეტი დრო ექნებათ საკუთარი თავის განვითარების ტექნოლოგიების დახვეწასთან ერთად. მაგალითად, ქალბატონს აღარ მოუწევს მაღაზიაში წასვლა იმისთვის, რომ შეიძინოს სამკაული. იგი შეძლებს კომპიუტერის მონიტორზე ერთი შეხებით არსებული 3D პრინტერით სასურველი ნივთი სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს.

სამყარო ისეთი სწრაფი ტემპით ვითარდება, ვინც ფეხს აუწყობს – ის მოიგებს. უძველს დროში ვერც კი წარმოიდგინდნენ, რომ იარსებებდა ცათამბჯენები, მრავალსართულიანი შენობები, რომლეთა აგებასაც სხვადასხვა ტექნიკებით და სამუშაო იარაღებით არა ათეულობით წლები, არამედ რამდენიმე თვე ან წელი დასჭირდებოდა.

სამყარო იცვლება, ვითარდება – რისთვისაც მნიშვნელოვანი ფინანსების გონივრულად გამოყენებაა, ფინანსების გონივრული გამოყენებისთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი განათლებაა. ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე მათგანი პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხალხი ზუსტად იმდენად არის გაბედული, სადამდეც გაბედულია მისი ლიდერები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

“შიო მესამე უკვე დაღმავალ გზაზე შემდგარ ეკლესიას ჩაუდგა სათავეში” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“პირველად როცა ვნახე ხანძთა, გუმბათი მთლიანად იდგა. ახლა ქვა-ქვა იშლება” – ნიკა ვაჩეიშვილი

ხანძთის მონასტრის სავალალო მდგომარეობის შესახებ საუბრობს ხელოვნებათმცოდნე, კულტურისა და...

“მოკლედ, გავდივართ რთულ და მძიმე პროცესს, როდესაც ყველა ქვეწარმავალი გამოძვრა… საზოგადოებაში დაგროვდა პასუხგაუცემელი კითხვები”...

სხვადასხვა პროცესების მიმოხილვას და თავისი პოზიციების დაფიქსირებას ახდენს კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“იქნებ პასუხი გაგვცენ – ვინ გამოუწერა, ამ კრემლის ყურებს, საშვები?” – შალვა ნათელაშვილი

პატრიარქის არჩევის პროცესის დროს სამების საკათედრო ტაძარში კონკრეტული პირების...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...