კვირა, ივლისი 13, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მადლობა ლევან ხაბეიშვილს ძალიან რთულ პერიოდში უშიშარი ბრძოლისთვის,...

“მადლობა ლევან ხაბეიშვილს ძალიან რთულ პერიოდში უშიშარი ბრძოლისთვის, ვულოცავთ თინა ბოკუჩავას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ წარდგენას და ვუსურვებთ წარმატებებს ამ გადამწყვეტ პერიოდში” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” სპეციალური განცხადებით ეხმიანება “გამარჯვების კოალიციაში” მყოფ პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე საკადრო ცვლილებებს:

მადლობა ლევან ხაბეიშვილს ძალიან რთულ პერიოდში უშიშარი ბრძოლისთვის. ის ნამდვილად საიმედო მეგობარი და თანამებრძოლია.

ლევანის ღირსებაზე მეტყველებს ის, რომ მას არასდროს უბრძოლია სკამისთვის და მისი მოტივაცია ყოველთვის იყო, ყოფილიყო იქ, სადაც მისი გუნდისთვის იქნებოდა უკეთესი და ხალხს დასჭირდებოდა. სწორედ ამაზე მიუთითებს მის მიერ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილებაც. პირველ რიგში ვუსურვებთ მას მალე გამოჯანმრთელებას და ბრძოლის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას.

ვულოცავთ თინა ბოკუჩავას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ წარდგენას და ვუსურვებთ წარმატებებს ამ გადამწყვეტ პერიოდში.

მან დაამტკიცა, რომ მართლაც არის უკომპრომისო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და დარწმუნებულები ვართ, რომ მისი გამოცდილება და უნარები ახალ იმპულსს მისცემს საერთო ოპოზიციურ ერთობას, თავის წვლილს შეიტანს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საქმეში.

რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. ეს არის შიდა პარტიული გადაჯგუფება იმისთვის რომ ოპტიმალურად იყოს გამოყენებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების შესაძლებლობები.

ჩვენ გვაქვს საერთო სამოქმედო გეგმა. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა შევცვალოთ რეჟიმი და ეს ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით” – ნათქვამია “სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ალეკო ელისაშვილი, ეს ფიზიკური თუ პოლიტიკური აკრობატი, იწვევს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში, რათა გახდეს დედაქალაქის...

თბილისის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

“ქართველები რომ ბიძინას პოლიტიკურ გადატრიალებას ცხვრებივით უდრტვინველად შეგუებოდნენ, არც ევროპიდან იქნებოდა ის რეაქცია, რასაც...

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...