spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე არანაირი შეტყობინება არ მომსვლია. ამ საკითხზე არ...

“მე არანაირი შეტყობინება არ მომსვლია. ამ საკითხზე არ ვნერვიულობ და ნურც თქვენ ინერვიულებთ” – კახა კალაძე სანქციებთან დაკავშირებით

ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან სანქციებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, როდესაც საქმე ეხება სამშობლოს, მისთვის სადმე წასვლა-არწასვლა პრობლემას არ წარმოადგენს.

ვიღაცისთვის შეიძლება სადღაც წასვლა ან არწასვლა პრობლემას წარმოადგენს. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც სამშობლოზეა საუბარი. მე არანაირი შეტყობინება არ მომსვლია. აშშ-ს ვიზა არ მაქვს. ბოლოს ამერიკაში ვიყავი, როდესაც საფეხბურთო კლუბ „მილანში“ ვთამაშობდი. მას შემდეგ, აშშ-ში არ ვყოფილვარ და არც მაქვს სურვილი წასვლის. მე არ ვნერვიულობ ამაზე. ღმერთს ვთხოვ, რომ ამაზე მეტი სანერვიულო არ მომცეს ცხოვრებაში და ნურც თქვენ ინერვიულებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წარმოუდგენელია, რატომ უნდა დასანქცირდეს ხელისუფლება, რომელიც ატარებს ქვეყნისა და მოქალაქეებს ინტერესებს, იცავს სუვერენიტეტს და ინარჩუნებს მშვიდობას.

ჩვენ ერთხელ უკვე მოვისმინეთ განცხადება სანქციებთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. ჩვენი გადაწყვეტილება არ იცვლება, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, მომავალზე და ხვალინდელ დღეზე.

არავის ეშინია სანქციების. შესაბამისად, ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი პოლიტიკა – ვიცავთ ქვეყნის ინტერესებს, გვინდა სიმშვიდე შევინარჩუნოთ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება-გაძლიერება მოვახდინოთ. ჩვენ ვატარებთ ამ ქვეყანაში მცხოვრებლების ინტერესებს, ვიცავთ სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.

ამასთანავე, მზად ვართ თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობის გადატვირთვა მოხდეს და იყოს ნამდვილი, ჯანსაღი ურთიერთობები, რაც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, რამდენი ადამიანიც არ უნდა დასანქცირდეს აშშ-ს მხრიდან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის სადარაჯოზე დგომას.

ამიხსნან ერთი მიზეზი, რატომ შეიძლება მმართველი გუნდი იყოს სანქცირებული. რაში გამოიხატება ევროინტეგრაციისთვის ძირის გამოთხრა? ან რომელი ადამიანების უფლებები დაირღვა 2012 წლიდან დღემდე? უბრალოდ წარმოუდგენელი, არასერიოზული და ღიმილის მომგვრელია სანქციებზე საუბარი. შეიძლება 100, შეიძლება 200 ადამიანია სანქცირებული. არ ვიცი. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვდგავართ ქვეყნის სადარაჯოზე და ბოლომდე დავდგებით. უპირველესი ჩვენი ქვეყანაა. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში მოხდეს ის, რაც სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება.

მე ადრეც ვთქვი, რომ დარწმუნებული ვიყავი სანქციები არ იქნება-თქო, რადგან ამის საბაბი არ არსებობს. დღესაც არ არსებობს ამის საბაბი, თუ რატომ უნდა დასანქცირდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მთავრობის წევრები. უფლებამოსილება, რაც მათ ხალხმა მიანიჭა, რომ მიიღონ კანონი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ამის გამო უნდა დასანქცირდნენ? ეს არის სწორი? ხომ შეიძლება ვინმემ ერთი არგუმენტი მოიყვანოს, რატომ არის კანონი ცუდი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი...

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და...

“დიდი სირცხვილია, როცა ათი ერთს ცემს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, როცა ათასი ამ...

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, ემოციური...

“თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – მიხეილ სააკაშვილი

26 მაისის აქციას პოზიტიურ შეფასებას აძლევს და საერთო წინააღმდეგობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...