შაბათი, ივლისი 12, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: ცხოვრებაში არასდროს მიკადრია, ვიღაცისთვის დამერეკა, მეთხოვა...

კახა კალაძე: ცხოვრებაში არასდროს მიკადრია, ვიღაცისთვის დამერეკა, მეთხოვა მხარდამჭერი განცხადება გაეკეთებინა, ან რაც ჩემთვის საწინააღმდეგოა, იმის აღება მომეთხოვა

პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ და არც ბიჭებს ვაკადრებ, რომ პოლიტიკაში შემოვიყვანო და პოლიტიკური განცხადებები ვაკეთებინო“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ის ადამიანები არიან მოძალადეები, ვისაც უჩნდება კითხვა – ხომ არ იყო ბუდუ ზივზივაძეზე ზეწოლა, რადგან მან თავად მოითხოვა სოციალური ქსელიდან მის მიერ გაკეთებული განცხადებების წაშლა.

რა ზეწოლის საქმეში? ამ კითხვის გაჩენაც, იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების სახით წარმოდგენილი რადიკალები არიან ზუსტად ის მოძალადე ადამიანები, ვინც ამას კადრულობენ. ისინი არიან მკადრებლები ყველანაირი ბოროტების და სიბინძურის, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს.

ცხოვრებაში არასდროს მიკადრია, რომ ვიღაცისთვის დამერეკა, მეთხოვა მხარდამჭერი განცხადება გაეკეთებინა, ან რაც ჩემთვის საწინააღმდეგოა, იმის აღება მომეთხოვა. მე ბუდუ ზივზივაძესთან ძმაკაცური ურთიერთობა არ მაქვს. მაგრამ ნაკრებში არიან ფეხბურთელები, ვისთანაც უფრო ახლო მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ბევრთან მითამაშია კიდეც, თანაგუნდელები ვიყავით. ვერცერთი მათგანი ვერ იტყვის, რომ მე ვინმესთვის რაიმე მითხოვია – პოლიტიკური მხარდაჭერა, არჩევნების დროს მხარდაჭერა და ა.შ. მე ამას, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ და არც ბიჭებს ვაკადრებ, რომ პოლიტიკაში შემოვიყვანო და პოლიტიკური განცხადებები ვაკეთებინო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

“ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის ერთი მეტად საგანგაშო პუნქტი, სვიფტიდან გათიშვა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

“ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება არ გვქონდეს, მის დასაბალანსებლად რადიკალური წინააღმდეგობა არ იქნებოდა საჭირო” –...

"რადიკალიზმის ბალანსის თეორია" არჩილ გამზარდიას პოზიციაში: "ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...