შაბათი, აგვისტო 2, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიუცხოეთის ამბებირა ხდება მექსიკა-ამერიკის საზღვარზე და რა სახის ცვლილებები...

რა ხდება მექსიკა-ამერიკის საზღვარზე და რა სახის ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს? – CNN-ის პუბლიკაციის მიმოხილვა

CNN Politics-მა გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, სადაც საუბარია, რომ ბოლო პერიოდში აშშ-ის საზღვარზე მექსიკის გავლით დღიურად 4 000-ზე მეტი ემიგრანტი კვეთს საზღვარს თავშესაფრის მოთხოვნით.

ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით აშშ უფრო მკაცრ ზომებს განახორციელებს საზღვრის კონტროლის მხრივ, რაც გულისხმობს, რომ ამერიკაში არალეგალურად გადასვლის მსურველთა დიდი ნაწილს კვლავ დააბრუნებენ უკან – მექსიკაში ან თავიანთ მშობლიურ ქვეყნებში.

საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ბაიდენის ადმინისტრაცია იძულებული გახდა საზღვართან დაკავშირებით დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიეღო, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა შემდეგნაირად განმარტა:

რესპუბლიკელებისგან არსებული წინააღმდეგობის გამო, მე ვიყენებ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რაც მონიჭებული მაქვს, როგორც პრეზიდენტს, რათა დამოუკიდებლად გადავწყვიტო საზღვრის პრობლემა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

რეგულაციებთან დაკავშირებით კრიტიკოსებმა გარკვეული შეფასებები გააკეთეს, სადაც საუბარია, რომ ეს არის პოლიტიკური ნაწილი, რათა ბაიდენმა წინასაარჩევნო პერიოდში რესპუბლიკელებთან მოიპოვოს უპირატესობა საზღვრის კონტროლის საკითხში. ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განმარტა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა იმ პრინციპით, რომ არ დაშორდეს ამერიკულ ღირებულებებს და ამავდროულად, მოწინააღმდეგე მხარეებს მოთმინებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ტერიტორიაზე, საზღვრის გარშემო დიდი კედლის მშენებლობა დაიწყო პრეიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომლის პოლიტიკის მთავარი ნაწილი იყო, რომ ამერიკაში მიგრანტთა რაოდენობა მინიმუმამდე დაყვანილიყო.

როგორც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დაემატოს სასაზღვრო პოლიცია, საგუშაგოები, მისამართლეები და სათანადო კადრები, რათა თავშესაფრის მიღების სურვილით გადმომსვლელთა სრული შემოწმება განხორციელდეს.

ასევე, CNN politics-ის სტატიაში საუბარია, თუ როდის და რა პირობებში მოიხსნება მექსიკიდან ამერიკის ტერიტორიაზე ემიგრანტთა მიღების არსებული ფორმა.

აღნიშნულია, რომ თუ დღიურად 1500 ადამიანზე ნაკლები დაფიქსირდება, რომლებიც ამერიკის ტერიტორიაზე ცდილობენ შეღწევას, ამ პირობით მოხდება მკაცრი რეგულაციის გაუქმება.

აღსანიშნია, რომ ჯო ბაიდენს საკმაოდ დამთმობი პოლიტიკა ჰქონდა არალეგალთა მიღებაზე ქვეყნის ტერიტორიაზე. ხოლო ამ რადიკალური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აღნიშნა, რომ მის მიერ მიღებული რეგულიაცია განსხვდება დონალდ ტრამპის პოლიტიკისგან და პოზიციის გამკაცრება შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარეა.

ოფიციალური პირების განცხადებით, უკანონო მიგრანტებთან დაკავშირებით განისაზღვრა გარკვეული სახის ჰუმანიტარული გამონაკლისები, როცა თავშესაფრის მაძიებლები არიან ბავშვები – გამცილებლის გარეშე, ტრეფიკინგის მძიმე ფორმის მსხვერპლები, ისინი, ვისაც ესაჭიროებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან სიცოცხლისა და უსაფრთხოების გარდაუვალი და უკიდურესი საფრთხის წინაშე დგანან…

საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები ამ მხრივ. საკითხთან დაკაშირებით, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, ახალი რეგულაციების დაწესების შემდეგ, თემას ისევ დავუბრუნდებით.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...