შაბათი, ივლისი 12, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს ხელისუფლება - ეს არის ძალადობრივი ხელისუფლება, რომელიც...

“საქართველოს ხელისუფლება – ეს არის ძალადობრივი ხელისუფლება, რომელიც საფრთხეს უქმნის საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას და კეთილდღეობას” – ხატია დეკანოიძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,ევროოპტიმისტების” წევრი, ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებთან შეფასებას ახდენს აშშ-ს კონგრესში, საქართველოსთან დაკავშირებულ მოსმენაზე, გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით:

,,ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, გუშინ ჩვენ რაც მოვისმინეთ, ეს იყო შემდეგი:

პირველი, საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიის განვითარების გარანტს და ეს არის ხელისუფლება, რომელსაც საქართველო ღიად მიჰყავს რუსეთისკენ.

მეორე, საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ხალხის ნებას. იქ [კონგრესში] გასაგებად იყო ნათქვამი, რომ ქართველი ხალხი გამოდის პროტესტზე ზუსტად ევროინტეგრაციის მიზნით. ეს წერია ჩვენს კონსტიტუციაში.

მესამე, საქართველოს ხელისუფლება – ეს არის ძალადობრივი ხელისუფლება, რომელიც საფრთხეს უქმნის საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას და კეთილდღეობას”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...