spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, კეთილი ინებოს და დამიჯდეს...

“თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, კეთილი ინებოს და დამიჯდეს საჯარო დისკუსიაში” – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით:

[ჟურნალისტის მიმართვა]: დაგვისახელეთ ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს ,,რუსულ კანონს”.

– კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, კეთილი ინებოს და დამიჯდეს საჯარო დისკუსიაში. ვერ ბედავენ, გაურბიან საჯარო დისკუსიას, მაინც აგრძელებენ დაუსაბუთებელ კრიტიკას.

[ჟურნალისტის შეკითხვა]: ვინ ვერ ბედავს, თქვენ, მაგალითად, რუსეთს ჩაგვაბარეთ…

– ასეთი სისულის თქმა როგორ შეიძლება – რაის რუსეთს ჩაგაბარეთ?! რა სისულელეს ამბობთ. თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამ შემოიყვანა რუსული ტანკები საქართველოში და ქვეყნის 20% ჩააბარა.

[ჟურნალისტის შეკითხვა]: ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოხდება გადახედვა – ევროკავშირის ელჩმა განაცხადა ამასთან დაკავშირებით. პასუხისმგებლობას აიღებთ? ხალხს აუხსნით, რომ შესაძლებელია ევროპაში ვეღარ ვიაროთ?

– ბევრი რამით გვემუქრებოდნენ გასული დღეების განმავლობაში. მათ შორის, სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს რამდენიმე კვირის წინ.

[ჟურნალისტის შეკითხვა]: თქვენ გეშინოდათ, რო მოგკლავდნენ?

– არავითარ შემთხვევაში. მე არაფრის არ მეშინოდა. ჩვენ პირდაპირი ფორმით დაგვემუქრნენ.

რაც შეეხება სლოვაკეთის პრემიერის საკითხს და შესაბამის მუქარას, ამასთან დაკავშირებით, თუ ექნება რომელიმე ქვეყანას ინტერესი, მზად ვარ, რომ გამოძიებას მივცე ინფორმაცია და მტკიცებულება.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჯაშუშობის გამო დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, ერთგვარ...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ეს უფრო ბიძინას მორიგი თამაშია, ჩვენ კი ბევრად უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ და არ...

ძალადობის ბრალდებით რამდენიმე სამართალდამცავის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, კონკრეტული ფაქტების...

“ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რაც ხდება” – გიორგი ვაშაძე ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“იქნებ პასუხი გაგვცენ – ვინ გამოუწერა, ამ კრემლის ყურებს, საშვები?” – შალვა ნათელაშვილი

პატრიარქის არჩევის პროცესის დროს სამების საკათედრო ტაძარში კონკრეტული პირების...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...