შაბათი, ივლისი 12, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"26 ოქტომბერს პირველ ადგილზე უნდა ვიყოთ! მეტი ხმით!...

“26 ოქტომბერს პირველ ადგილზე უნდა ვიყოთ! მეტი ხმით! ბევრად მეტი!” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივებს ეხმაურება და არსებულ რეალობაში თავის “გამარჯვების ფორმულას” სთავაზობს ოპოზიციას:

პრეზიდენტმა დაგვანახა სტრატეგია – არჩევნები, როგორც რეფერენდუმი: საქართველო თუ ივანიშვილის რუსები!

26 ოქტომბერს ტაბლოზე ეს უნდა დაიწეროს: საქართველო პირველ ადგილზე, ივანიშვილის რუსები – ქვევით.

ასე იყო 2003 წელს, როცა მთელმა მსოფლიომ დაინახა – ოპოზიცია პირველ ადგილზეა.

ასე იყო 2012 წელს, როცა მთელმა მსოფლიომ დაინახა – ოპოზიცია პირველ ადგილზეა.

ვიზუალურად უნდა დავინახოთ, როგორ დამარცხდა ივანიშვილი.

1-ზე, მაღლა – ხალხის ნების გამომხატველი პოლიტიკური ძალა (თუ ძალები) უნდა იყვნენ!

ანუ საქართველო!

12 წელი ივანიშვილი უგებდა პარტიებს, მაღლა ყოველთვის მისი რუსული პარტია იყო. ის მოდელი თუ დარჩა, რაც აქამდე იყო, რუსი და ქაოსის შემქმნელი ივანიშვილი იგივენაირად მოიგებს, როგორც აქამდე უგებდა დასუსტებულ პარტიებს.

ქართული საზოგადოება 2 თვე 100-ით 0-ით ამარცხებს ივანიშვილის რეჟიმს (აქ არიან ყველა – კონკრეტული პოლიტიკოსების და ასი ათასობით მოქალაქის მონაწილეობითა და ჩათვლით). მაგრამ თუკი პარტიები იმავეს შესთავაზებენ ხალხს, რასაც აქამდე სთავაზობდნენ და ვერ ასახავენ ამ ორთვიან პროცესს, ამ მთელ დიდ ტალღას, საქართველო დამარცხდება.

უნდა ვუყუროთ დიდი სტრატეგიით და დიდი ისტორიული საფრთხის განცდით.
26 ოქტომბერს პირველ ადგილზე უნდა ვიყოთ! მეტი ხმით! ბევრად მეტი!“, – წერს ლაშა ბუღაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის...

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან” – ლევან ხაბეიშვილი

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ...

“რას ამბობთ, ძალიან სტაბილურად და მყარად გრძნობს რეჟიმი თავს😅” – ნინო ჯანგირაშვილის ირონია

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონია ქვეყანასი არსებულ...

“ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის ერთი მეტად საგანგაშო პუნქტი, სვიფტიდან გათიშვა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...