შაბათი, ივლისი 12, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ცოტას თუ იფიქრებთ, მიხვდებით და თავს უშველით, სანამ...

“ცოტას თუ იფიქრებთ, მიხვდებით და თავს უშველით, სანამ კიდევ გაქვთ საათები, არაუმეტეს დღეები…” – გია ხუხაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებს

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიმართ სანქციების დაწესების მოლოდინში, კონკრეტულ სცენარებზე საუბრობს:

ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ მომავალ ხელისუფლებაში ისევ ეს ხალხია და გავიაზროთ, რა მოხდება:

ჩვენ ხელისუფლებაში გვეყოლება სანქცირებული ადამიანები, რომელთაც შეზღუდული აქვთ ცივილიზებულ სამყაროში გადაადგილების უფლება, ანუ იქ, სადაც “ღირსებით” მიდიან და შეეძლებათ მხოლოდ მოსკოვის და პეკინის მიმართულებით მოძრაობა.

ეს ნიშნავს, რომ ვერ შედგება ვერც ერთი დელეგაცია საერთაშორისო ფორუმებში და შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად.

ასე რომ, “84+”-ებო, ახლა ყურადღებით მომისმინეთ – თქვენ გაქვთ ორი და მხოლოდ ორი პერსპექტივა:

1. კარგ შემთხვევაში – ბიძინას გადაწყვეტილი აქვს სამომავლოდ დასავლეთთან ურთიერთობის დალაგება და რადგან ეს თქვენი ხელით შეუძლებელი იქნება, თქვენ აგკიდოთ ახლა მთელი ნაგავი და “ღირსეულად” ჩაგრეცხოთ;
2. ცუდ შემთხვევაში – რუსეთის იმპერიაში გვაბრუნებს და ზუსტად შეზღუდული ხალხი ჭირდება, რომელთაც მხოლოდ მოსკოვის მიმართულებით შეეძლებათ “მოღალატის ღირსებით” გადაადგილება და რუბლებში ანგარიშსწორება.

ცოტას თუ იფიქრებთ, მიხვდებით, რომ სხვა სცენარი არ არსებობს და თავს უშველით, სანამ კიდევ გაქვთ საათები, არაუმეტეს დღეები…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

“გაფუჭებულმა-გახრწნილმა “პოლიტპროდუქტმა” აგვიყროლა ჩვენი ლამაზი ქვეყანა!” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის არაპირდაპირი მინიშნებები: "რომ...

გიორგი ვაშაძე: “გამარჯვების გზა მარტივია, უკომპრომისობა ქოცებთან – კომპრომისი ერთმანეთთან”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, მმართველი გუნდის მიმართ საერთო...

“ასეთია ქოცის ბუნება – შიშში მოკვდება, ყველაფერს შეიზელს, მაგრამ უფროსს ვერაფერს გაუბედავს, საკუთარი აზრიც...

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი აჭარის მთავრობის ყოფილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...