პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” შეუერთდა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას – “ქართულ ქარტიას”. საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში დოკუმენტს ხელი მოაწერა პარტიის გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ და განმარტება გააკეთა ერთობის მნიშვნელობაზე:
“ხელი მოვაწერე “ქართულ ქარტიას”, რომელიც არის წინაპირობა, რომ ერთი კაცის, ერთი პარტიის – რუსული რეჟიმის მმართველობა რომ დასრულდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე მოხდება!
რა მაძლევს ამის გარანტიას? – არ ყოფილა ისტორიულად შემთხვევა, რომ ქართველები ერთად დადგა და ვერ გავიმარჯვეთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.