spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 500-მდე ქართული საწარმო, 350-მდე მცირე...

პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 500-მდე ქართული საწარმო, 350-მდე მცირე სასტუმრო, 6200 ოჯახზე მეტმა მიიღო მიკროგრანტები – ნათია თურნავა

„აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციის გახსნისას სიტყვით გამოვიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ამ პროექტის მნიშვნელობასა და მიღწეულ შედეგებზე:

2014 წლიდან მოყოლებული, პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 500-მდე ქართული საწარმო, 350-მდე მცირე სასტუმრო, 6200 ოჯახზე მეტმა მიიღო მიკროგრანტები და შეძლო მცირე საოჯახი ბიზნეს საქმიანობის დაწყება მთელი საქართველოს მასშტაბით. 1 მლრდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ამ პროგრამის მხარდაჭერით. რაც მთავარია შეიქმნა 16 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი მთელ საქართველოში, ქალაქებსა და რეგიონებში.

2019 წელი მთლიანობაში იყო პოზიტიური მთლიანად საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგან ჩვენი ეკონომიკა გასულ წელს გაიზარდა მაღალი ტემპით, და ამ ნიშნით საქართველო უსწრებს რეგიონის მრავალ ქვეყანას, განსაკუთრებით დადებითად ვითარდებოდა ექსპორტი, რომელიც ასევე მაღალი ტემპით გაიზარდა. მე ბედნიერი ვარ, რომ ეკონომიკურ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანეს ჩვენი პროგრამის ბენეფიციარებმა, იმ საწარმოებმა, ვინც სწორედ ჩვენი პროგრამის დახმარებით შეძლეს ამოქმედება, შეძლეს თავისი პროდუქციის ექსპორტზე გატანა თუ ადგილობრივი ბაზრისთვის შეთავაზება,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელ მიხეილ ხიდურელის თქმით საქართველოში გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა და საჭიროა სწრაფად განვითარდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა.

მიხეილ ხიდურელმა აქცენტი გააკეთა სააგენტოს საქმიანობაზე და განაცხადა, რომ „სააგენტო მუშაობს 3 ძირითადი მიმართულებით. პირველი ბიზნესის განვითარების სხვადასხვა პროგრამები, მაგალითად „უმასპინძლე საქართველოში“, „აწარმოე საქართველოში,“ „გადაიღე საქართველოში“. მეორე მიმართულება, რომელზეც ვმუშაობთ ეს არის ექსპორტის მხარდაჭერა. მესამე მიმართულება ინვესტიციების მოზიდვა „invest in georgia“-ს ბრენდის ქვეშ.“

2019 წელს 59 სასტუმრო იქნა მხარდაჭერილი, ეს არის უპრეცედენტო 48 პროცენტიანი ზრდა ფაქტიურად ძალიან ბევრი სასტუმრო დაფინანსდა, ჯამური ინვესტიცია 38 პროცენტით არის გაზრდილი. რაც ყველაზე მთავარია 2014-დან 2019 წლამდე საქართველოში ამ პროგრამის მეშვეობით დაემატა ახალი სასტუმრო ოთახები, რომლის რაოდენობა 3850 შეადგენს.

მე მგონი ეს პროგრამა განსაკუთრებულად დროული და ადეკვატურია თუ გავითავლისწინებთ იმას, რომ საქართველოში გვაქვს მზარდი ტურისტული ტრენდი, შემოდის ბევრი საერთაშორისო ვიზიტორი და ჩვენ დროულად გვჭირდება ბევრი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა“, – აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

პრეზენტაცია საწარმო “მეამაში” გაიმართა, რომელიც აგრეთვე ამ პროექტის ფარგლებში იყო დაფინანსებული, ქართული კომპანია “მეამა” ერთადერთია, რომელიც როგორც ევროპული, ასევე ამერიკული ყავის კაფსულებს აწარმოებს.

საწარმო “მეამაში” გამართულ პრეზენტაციას დიპლომატიური კორპუსის, ხელისუფლების, ბიზნესის სფეროს, საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიახ, ეს იყო ხალხის მიერ ხელისუფლებისათვის გამოცხადებული უნდობლობის რეფერენდუმი საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგით” – ლელა...

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, “დაიცავი ილიაუნის” ინიციატივასთან...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა” – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,პსჟ”-ს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პირველ...

“უკეთესს რომ იმსახურებს, ეს რეჟიმის თავგადაკლულმა მომხრემაც იცის – მასთანაც კი რეზონირებს” – თამარ...

"ოპოზიციის ალიანსის" საზაფხულო კამპანიის სლოგანთან - "საქართველო იმსახურებს უკეთესს"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...