შაბათი, ივლისი 12, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როგორ შეიძლება ხელისუფლების ამოცანა ყოველდღიურად საკუთარი მოსახლეობის დაღლა,...

“როგორ შეიძლება ხელისუფლების ამოცანა ყოველდღიურად საკუთარი მოსახლეობის დაღლა, დაშინება და დეზინფორმირება იყოს – ამას ემსახურება თქვენი ყველა განცხადება” – პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებას

ტერმინები მაინც შეცვალეთ, – რუსები ამბობენ რომ უკრაინაში უკრაინელ ფაშისტებს ებრძვიან, აქ კობახიძე ამბობს, რომ ლიბერალ ფაშისტებს ებრძვით საქართველოში“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა და გაკვირვებას გამოხატავს, თუ როგორ შეიძლება ხელისუფლების ამოცანა ყოველდღიურად საკუთარი მოსახლეობის დაღლა, დაშინება და დეზინფორმირება იყოს:

მართლა ვერ ხვდებით თქვენი განცხადებებით რომ ღიად რუსულ პროპაგანდაზე და რუსული საქმის კეთებაზე გადახვედით?

რუსული საქმე არ არის როცა თქვენი ყველა განცხადება ემსახურება საზოგადოებაში ევროკავშირისა და აშშ-ს მიმართ უნდობლობის გაღვივებას, საზოგადოების ერთმანეთზე დაგეშვას, ძალადობის წახალისებას?

როგორ შეიძლება ხელისუფლების ამოცანა ყოველდღიურად საკუთარი მოსახლეობის დაღლა, დაშინება და დეზინფორმირება იყოს – ამას ემსახურება თქვენი ყველა განცხადება.

რუსეთიც ხომ ასე მუშაობს, რომ სისტემატიურად გაავრცელოს დეზინფორმაცია, დათრგუნოს და დააშინოს მოსახლეობა, ფიზიკურად გაუსწორდეს განსხვავებული აზრის მქონე ორგანიზაციებს და მოქალაქეებს, ევროპა და აშშ წარმოაჩინოს მტრად, მთავარ საფრთხედ და ამის ფონზე თვითონ გამოჩნდეს უკეთესი.

ტერმინები მაინც შეცვალეთ, რუსები ამბობენ რომ უკრაინაში უკრაინელ ფაშისტებს ებრძვიან, აქ კობახიძე ამბობს, რომ ლიბერალ ფაშისტებს ებრძვით საქართველოში.

მოეშვით ამ მავნებლობებს. თქვენ არანაირი ხალხის პრობლემების მომგვარებლები არ ხართ და რაც დაგრჩენიათ ხელისუფლებაში ყოფნის ვადა, ახალ პრობლემებს მაინც ნუ დაუმატებთ ჩვენს მოქალაქეებს.

საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა!

საქართველო იქნება ძლიერი და ერთიანი!

ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!” – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი – სკვერებითა და...

თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული...

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

“გაფუჭებულმა-გახრწნილმა “პოლიტპროდუქტმა” აგვიყროლა ჩვენი ლამაზი ქვეყანა!” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის არაპირდაპირი მინიშნებები: "რომ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...