სტუდენტური მოძრაობა ,,ნაბიჯის’’ დამფუძნებელი, დავით ჩხობაძე სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში, საუბრობს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით:
- ვხედავთ, რომ მასიურად გრძელდება საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაბარება სამართალდამცავ ორგანოებშ, მიმდინარეიბს მათი სასამართლო პროცესები, პარალელურად კი მიმდინარეობს პარტიის ოფისებზე თავდასხმები და წარწერების დატოვება, როგორ ფიქრობ რა მიზანს ემსახურება ყოველივე ეს?
– ბიძინა ივანიშვილს ეშინია ძალაუფლების დაკარგვის და ძალიან მძიმე, არასწორ მანევრებს აკეთებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ვუყურებთ როგორ არბევენ პარტიის ოფისებს, როგორ ხვდებიან პოლიტიკოსებს, ახალგაზრდებს ქუჩაში და ცდილობენ ფიზიკურად გაუსწორდნენ – ეს არის ივანიშვილის რეჟიმის სახე.
საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მათ უკანვე მიუბრუნდებათ, რადგან ხალხი ამ ყველაფერს იმახსოვრებს, ხედავს და საზოგადოება გააზრებულ არჩევანს გააკეთებს არჩევნებზე და ძალადობას, უკანონობას და უსამართლობას ეტყვის – ,,არას!’’
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი